Friday, November 11, 2011

”მოგზაურობა”




უკვე 2 საათია კალკუტის აეროპორტში რეგისტრაციას ველოდებით, 3 საათიანი ფრენის მერე აეროპორტის მოპსაცდელში ჩემოდნებზე ჯდომა არც თუ ისე სახარბიელოა. შიმშილიც თავს გვახსენებს უკვე, რა ვჭამოთ - უი ნახე ნაციონალური რესტაროანია.
მენიუში ყველა კერძი ორ სიტყვიანია და რაგუა ყველგან მეორე სიტყვა. მე ბოსტნეულის რაგუ ავარჩიე შენ რაგუს ასორტი - (აი ნეტა რაგუს ასორტი რა არის? ) . ის ის იყო სამზარეულოდან ჩვენი შეკვეთა გამოიტანეს და ჩვენი გვარები გამოხდა აეროპორტის საინფორმაციომ კიდევ რამოდენიმე წინადადება თქვა თუმცა ინდურ დიალექტზე ვერაფერი გავიგეთ და ინტუიციას მივენდეთ საერგისტრაციო ფანჯარასთან მივედით. იქ კი უარი გვითხრეს ზედმეტად კარგები ხართო და ტრანზიტულ რეისზე გაგვაფორმეს ტოკიოს მიმართულებით.
ფრენამდე კიდევ საათნახევარია, ფრენასაც 2 საათი უნდა წამო ვჭამოთ ჩვენი შეკვეთა ხომ მოიტანეს - უი თეფშები ცარიელია ეტყობა, არც არაფერი ეტყობა შეგვიჭამა ვინცხამ. კიდევ კარგი გუშინწინდელი მიწის თხილი დამრჩა ჯიბეში სულ 5 ცალია აი 3 შენ 2 მე. რატომ? იმიტომ რომ არ მინდა მე ვადაგასული და ჯიბეში ჩანესტინაებული არაქისის ჭამა - მაგრამ არც შიმშილით სიკვდილი მინდა ამ აეროპორტში.

თვითმფრინავი ნარეტას საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ტოკიოში ღამის 3 საათია, თუმცა ყველაფერი ციმციმებს, არის რაღაც ზებუნებრივი ციმციმში ტოკიოსაში, გახსოვს ბაკოსთან ფანჯრიდან რომ ელჯის რეკლამა მძაბავდა, ეტყობა ტოკიოზე მიმანიშნებდა.

რა სასცილოა გაღიმებული იაპონელი , და ბევრი გაღიმებული იაპონელი კი პიკია, მე ამდენი ხნის ფრენა და დაღლილბა კომფორტად მექცა, შენც გამხიარულდი. არავის ეტყობდა რამოდენიმე ტ[ის წინ რომ კატასროფამ ნახევარი იაპონია დაარადიაცია და ნახევარი დაახრჩო.

კამაძურას ქუჩაზე ულტრათანედროვე ვიზუალის მქონე სასტუმროსთან შევჩერდით. მე-11 სართულზე მოგვცეს ნომერი. ყველაფერი მომწონს მიხარია რომ როგორც იქნა დავისვენებთ. ჰმმ აჰა ახალი სურპრიზი ორ ლოგინი დგას და არა ორადგილიანი ლოგინი, ვერ ვიტან შენთან ერთად წოლისას შუაში რომ გამყოფია თუნდაც ლოგინისებრი.
მოვიფიქრე მოდი იატაკზე ჩამოვყაროთ მატრასები.
. . . . . .

გამეღვიძა მაგრამ ჯერ თვალები ისევ დახუჭული მაქვს, სიმაოვნებით ვიხსენებ წუხანდელ მომენტებს. მოდი ავდები და ყავას მოგიდუღებ, და საუზმეს ნომერში შევუკვეთავ.

უიიიიიიი, ეს ყველაფერი სიზამრი იყო და შენ ისევ ბუდაპეშტში ხარ -

აი რა იცის მონატრებამ - გაღვიძებაც კი აღარ მინდა ხოლმე.

ძალიან ძალიან მენატრები.


P.S. ”მოხარშული კვერცხებიდან წიწილები არ იჩეკებიან.”







Monday, October 10, 2011

დღეები - 14,15,16,17

მართალია 4 დღე არაფერი დამიწერია, არაფერი მომიყოლია, თუმცა ამ 4 დღიდან პირველი ორი არაფრით გამოირჩეოდა საერთოდ - მოგონებითაც ვერაფერს მოიგონებდა ნათელი გონება რომ მოყოლად ღირდეს თუმცა იყო გასულ დღეებში ერთი განსაკუთრებული და მეორე რაღაცნაირი. რიგითობით მოვყვები და ”ჩრადახობის ამბავს მოგიყვები”:

ყველაფერი იქიდან დაიწყო რომ ოდეს ჯერ კიდევ მის თურქულ ვოიაჟამდე თაკო კუბდრების დაცხობის აღთქმა მომცა. მოკლედ ჩამოვიდა თაკო და ჰა აბა მზად ვარ მე კუბდრობისთვისო და დატრიალდით შეკრების დრო და ადგილი დათქვითო, საინიციატივო ჯგუფმაც არ დავაყოვნეთ და დიდი სჯაბაასის შემდგომ ჩემი ძელი მეგობრის ჩარდახის კარმიდამო ავარჩიეთ, რომელიც ყველა მახასიათებლით აკმაყოფილებდა წაყენებულ მოთხოვნებს - იყო ქალაქგარეთ, ჰქონდა ბუხარი, და პარასკევს საღამოს ჩვენთვის მოიცლიდა.

დადგა პარასკევიც - ჟრიამულმა იმატა, და მოკლედ როგორც იქნა ჩამოვყალიბდით ვინ როგორ, ვის სად და რატომ ხვდებოდა და სად იყო საბოლოო შეკრების ადგილი (გუდვილი- დიღმის), ორ ჯგუფად გავიყავით ვაკის მიდამოები და სხვა დანარჩენი, ვაკის საზოგადოებას თუმცა არ ვიცი რატომ ვაკის იმიტომ რომ ნაწილი რუსთაველი თავისუფლების მიდამოებში იყო ნაწილი გარე ვაკეში ნაწილიც კი ზემოვაკეში. მოკლედ პირველ ჯგუფს კრებდა ლევანი - კარმიდამოს პატრონი მეორ ენაწილს კი დიმიტრი დაჰპატრონებოდა თუმცა დიმა არ ჩანდა რის ნიადაგზეც მარიტას აშკარად ნერვული აშლილობა და პანიკის ნიშნები ეტყობოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მეც მოვწყდი ვირტუალურ სამყაროს და პირველ ჯგუფს შევუერთდი - მარიტამ თვითნებური მარში დაიწყო ნუცუბიძიდან გაურკვეველი მიმართულებით - რაც მისი ტელეფონოგარამით დასტურდება - სადაც მან განაცხადა ”მე ვეღარ დაველოდე და გამოვედი სახლიდან ფეხით მოვდივარ და არ ვიცი რა ვქნა(ვ)ო”. საგანგებო სიტუაციათა კონტროლის სამსახურის უფროსობა შევითავსე და დავადგინე რომ დიმიტრი და საზოგადოებისათვის ჯერ უცნობი თუმცა მე და დიმას მეგობარი პაპაშა უკვე მარიტასკენ მიემართებოდნენ. მარიტაში სიმშვიდემ დაისადგურა.

ლევანის მანქანის მგზავრები და მე უკევ გუდვილის კართან ვიდექით - ორად გავიყავით , მე, თამრო, თათა და ლელა გუდვილში შევედით დანარჩენები - ლევანი, თაკო და მარი ლევანის სახლში გაეშურნენ - ლევანს გასაღები დარჩენოდა ხოდა მოსამზადებებლი სამუშაოების ჩატარებას შევუდექით, თამრომ ურიკა მოიგდო ხელთ და განაცხადა ამას მე ვატარებო - ისე ანაზდად ექცეოდა უხეშ ურიკას რომელიც ნელნელა სხვადასხავ სარჩო სანოვაგით ივსებოდა - გეგონებოდა ხანგრძლივი განშორების შემდგომ აბობოქრებული ოკეანის ნაპირთან მონატრებულ ტანგოს ცეკვავენო. დავბლაყუნებიდთ ეს 4 ადამიანი გუდვილის სექციებში და ვარჩევდით წასაღებ და არ წასაღებ პროდუქტს, ნელნელა ყველა შემოგვიერთდა როგორც იქნა შევჯერდით - თუკი სხვა ყველაფერი დანარჩენის შეძენას რაღაც დრო მოვანდომეთ ხახვის დახლთან მთელი დროის ნახევარი გავატარეთ ალბათ იმიტომ რომ კომფორტული იყო დგომა (აბა რად უნდა ხახვის ყიდვას 25 წუთი). მე არყის ერთჯერადი ჭიქები ვიყიდე ყვითლები იყო და წესით 50 მილიგრამიანი უნდა ყოფილიყო თუ როგორი აღმოჩნდა ამას ქვემოთ მოგახსენებ. მანამდე კი მოკლედ როგორც იქნა ყველაფერი ვიყიდეთ (ყველის გარდა არადა ყველი მინდოდა) სალაროსთან გავსწორდით, ლელამ საწადელს მიაღწია და გუდვილის ბარათს დაეპატრონა (უი ხო ლელას ჩემთვის საჩუქარი აქვს რომელიც დარჩა იმ დღეს - მინდა მალე მომცეს ისე მიხარია).

გუდვილს გარეთ შესაძენი პური და ჭიქები დარჩა ამ დავალებასაც წარამატებით გავართვით თვი და თბილისი გადახაზულ ტრაფერტსაც ჟრიამულით ჩავუარეთ. მშიოდა მშიოდა ისე როგორც დიდი ხანია არ მშიებია. 10 წუთიანი ავტორბოლის შემდგომ ჩარდახს მივედით სოფლისა თუ დასახლების ბნელ ორღობეებში მშვიდად გავიარეთ და ლევანის სააგარკე სახლის ქვედა შესასვლელთან შევჯგუფდით - იმიტომ რომ ლევანი კარს ვერ აღებდა, და იმიტომ ვერ აღებდა რომ ღია ყოფილა მოკლედ შევესიეთ სახლს 5 წუთში ამოვბარგდით თაკომ ხელები დაიკაპიწა წინსაფარი მოირგო და მზარეულობას შეუდგა იმდენად გულმოდგინედ ასრულებდა საქმეს რომ კარტოფილი და ჩაიც კი მაცივარში შეალაგა - თუმცა დაცინვა ვერავინ გაუბედა ყველასათვის კარაგდ ცნობილია მისი სვანური ფესვები თუმცა ჩუმი ქირქილი იყო ; ). დიმა, პაპაშა დამრავალი სხვა მათ შორის გამოირჩეოდა მარი რომელიც გულმოდგინედ დაუმეგობრდა ნაჯახს და ერთ მორს, ცეცლსი დანთებას შეუდგნენ ბუხარში, მარი ჩეხავდა დაუნდობლად ერთ მორს მანამ სანამ სავარუდოდ მარტო არ დარჩა გარეთ მერე მგონი მობეზრდა და შემოვიდა, სამზარეულოდან წყრომის ხმა შემომესმა და ჰოი საოცრებავ დანა რომელსაც თაკო მთელი 1 კვირის განმავლობაში აანონსებდა რომ სჭირდებოდა არ აღმოჩნდა იქ. სამი მაგრამ ერთმანეთზე დაღლილი პირით მოდანო ელემენტები თაკოს ნერვების გამოცდა აღმოჩნდა. თამრო კარტოფილს თლიდა ხერხით (ნუ დანით მაგრამ ხერხი უფრო იყო ის). აქ პირველი სურპრიზი გველოდა ჩემი ნაყიდი არყის ჭიქები 300 გრამიანი ტანწერწეტა ლამის კათხები აღმოჩნდნენ - თუმცა ეს ჭიქები კიდო ერთ სუპრიზს ამზადებდნენ.

შეშის ღუმელიც გავაღუღუნეთ ოღონდ მანამდე სამზარეულო გაზის კამერას დაემსგავსა - აი სწორედ ისეთს მეორე მსოფლიო ომის დრო გერმანულ ბანაკებში რომ იყო, ერთი სახვაობით აქ ფანჯრის გაღება შეიძლებოდა და საბოლოოდ არავისგან საპნის დამზადება არ იგეგმებოდა.

ამ ყოფაში როდესაც ყველაფერს თავის ადგილი მივუჩინეთ ყველაფერი თითქმის უკვე საჭირო კალოაპოტში ჩადგა მცირე დალევის იდეამაცგაიელვა გამოვიღეთ 1 ბოთლი და ძმურად გადავანიჭილეთ რამოდენიმე მსურველის ჭიქაში, სიცი ხორხოცში ნელნელა წრუპვაში, და ასე შემდეგში, მარიტამ და თათამ კარგად გაუგეს ერთმანეთს და 1 ლიტრიანი არყის ბოთლისგან რომელსაც სულ 200-300 გრამი მოვაკელით სხვა დანარჩენებმა ნახევარ საატში მხოლდო მინის ტარა დატოვეს, უხვად და დაუშურებლად გაიძახოდნენ ადამიანობის სადღეგრძელოს, მარიტა არ დათვრა აშკარად - არც თათა, უბრალოდ სხვაობა ის იყო რომ მარიტას კიდევ უნდოდა დალევა თათას კი ეზოში თავკონწიალა პოზაში ჯდომა ერჩივნა და დაუღალავად სცმედა პასუხებს რიგრიგობით მასთან მისულ ჩარდახობის სხვა მონაწილეებს და უხნისდა რომ ცუდად კი არ იყო არამედ ასე მოსწონდა.

პირველი კუბდარი მზად იყო სუფრა გაწყობილი ხალხი აღტკინებული - მე კი მე კი გადამშიდვა და აღარ მშიოდა, კუბდარი მოწოდების სიმაღლეზე ვერ დადგა თუმცა გემრიელი ნამდვიალდ იყო. სად იყო და სად არა ლელამ დალევა დაიწყო, მე კუდბრებს მივხედე, თათა ისევ სოფლის ჰაერით ტკბებოდა და დროდა დრო სუფრასთანაც ჩნდებოდა ნაბეღლავის დიდი ჭიქით : ).

თაკო დათვრა - რაც მისივე ხმამაღალი განცხადებით დასტურდება და მუსიკა მოუნდა, მისი ”ფლეილისტიდან” არჩეულ სიმღერებს ბოლო ხმაზე უწევდა და რეპს სვანურად ცეკვავდა, როგორია რეპი სვანურად? ნუ ცეკვას რეპის ცეკვა იმიტომ დავარქვი რომ ფონად რეპი გასდევდა თორემ იგივე წარამტებით შეგვიძლია ეს ცეკვ ვაქციოთ - სამბად, რუმბად, ფოქსტროტად და საბალეტო ხელოვნებაშიც კი შევიტანოთ მისი ელემენტაები, საფუძველი კი ძველ სავნურ ფოლკლორში უნდა ვეძებოთ, მარტივი მაგრამ დამაჯერებელი ხელის ზემოთ ქვემოთ ქვნევა რომელიც მამრის მხირდან რომ განხორციელებულიყო ალბათ ვინმე ონანიზმში დასდება ბრალს და ასევე მკაცრი ბაკუნი მარჯვენა ფეხით, თუცმა ეს ყველფერი რითმში და მუსიკის ფონზე რა ტქმა უნდა გაღიმებული სახით (მართალია თაკო უარყოფდა მეორე დღეს ამ ქმედებას მაგრამ ეს მხოლოდ მისი თავმდაბლობის ბრალია). ასევე თაკოს ქმედებბეიდან გამსარჩევია მისი ტყედ გაჭრის მცდელობები რომელიც რამოდენიმეჯერ წარმატებით აღკვეთეს, ლელუმ, მარიტამ და მარიმაც.

ლელუში - აშკარად სევდა შეიმჩნეოდა ვერ ვხდები რატომ მოიწყინა მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. და რომ იძახდა არ (ვერ) ვსვამო  აბსურდია ძლაან კარაგდაც სვამს.
მარიტა - ვერა და ვერ დთვრა - და ის განცხაება რმო არაყი გაუწყალდა აშკარად ძალაში რჩება.
თამრო - თავის ჩვეულ ამპლუაში იყო - გიგის და გუფის სახელები მონაცველობით ისმოდა :).
თათამ - მომენტში განცხადა მე მთვრალი აღარ ვარო - არ ვიცი ვინ დაუჯერა ვინ არა მაგრამ მგონი მართლა აღარ იყო : ).
მარიც - მოწყენილი მეჩვენებოდა - ან ის მჭირდა ანდაზა რომაა - ქურდს ყველა ქურდი ჰგონიაო,  უშენოდ ვიყავი მოწყენილი და იმიტომ ალბათ.

ძირითადად ასე იყო ჩარდახობა, ნელნელა ყველამ მიიძინ მოიძინა, დიმაც რომ მოვაკალთე ერთ სავარძელზე და ორ სკამზე - თათა თავად მოკალათდა ერთ სარავრძელზე და ადგილიც დარჩა კიდევ : ) მეც მოვკალათდი სკმაზე და ფშვინვა ხვრინვას ვუგდე ყური : ) ცეცხლსაც მივხედე 1-2 მორით, მერე მეც მომეძალა ღამის სევდა მოწყენილობა მოვიძიე ლეიბი და გადასაფარებელი და გავშალე და მივწექი დილით გავიძვიძე და ნეტავ არ გამეღვიძა - ერთი ჯგუფი წასული იყო და მე ვკვდებოდი .

გაგრძელება იქნება (იმედია კიდევ წავალთ სადმე).


შაბათი დღე ძილში გავატარე და კვირა დღესაც ლოგინიდან არ გამომიყვია ხელიც კი - აშკარად ძალიან შემომიტია უშენობის, შემოდგომის და მონატრების სევდამ. იმდენად რომ თვალსი გახელაც არ მინდოდა - იმდენად რომ შენთან საუბარი ვერ გავბედე რომ ხასიათი არ გამეფუჭებინა. დღეს ორშაბათია ახალი იმედებით და შემართებით - მძიმე შაბათკვირა გამოვლილი შენზე ოცნებას შევუდექი.

ისე მენატრები რომ მგონია მესამე ცოხვრებას ვცხოვრობ უშენოდ.

ლექსის ტრადიციას არ ვარღვევ და ჩემი მეგობრის თაკა სელეფანაშვილის ლექსით გიმასპინძლდები:



მარვინ 

არაფერი არ გამოვა ასე... – 
თქვი და ხელი ჩაიქნიე ისე,
ხალხს ეგონა ურიგდება ბედსო.
მე კი ვფიქრობ,
გსურს გრძნობებში მცდიდე.

არაფერი არ გამოვა,"ჰოთქო. "–
დაგეთანხმე,
დაგიქნიე თავი.
შენ კი გინდა,
კიდევ ერთხელ ავხსნა, 
რატომ არ მსურს შენი მერქვას ქალი:

– არაფერი არ გამოვა მაინც,
ჰოდა გიშვებ,
ჰოდა წადი,
ჰოდა...
გულზე თუკი მარწუხებად გიჭერ,
რაღად გინდა მაშინ ჩემი კოცნა?!

– არაფერი არ გამოვა,არა!
მაცდური ხარ ვით სამოთხის ვაშლი,
რომ შეხედავ მიეახლო გინდა,
თუმც ჩაგაგდებს ცოდვასა და ბრალში.

არაფერი გამოვათქო ვამბობ,
გულს კი თურმე სხვა რამის თქმა უნდა. –
ღამით როცა შენზე ვფიქრობ,
ვნაღვლობ –
" ცოტა ადრე გამეცანი, თუნდაც, "

არ გრქმეოდა დღემდე ჩემი არვინ,
სხვა ქალის ხომ აგცდებოდა ტრფობა...
რა შესცოდეთ ამის ფასი მარვინ.
წავალ ახლა.
მომაწოდეთ,ქოლგა.




 მუსიკალურ გაფომრებაზე ბევრი ვიფქრე და ბოლოს შევჩერდი აი რაზე:



პ.ს. იმედია მალე ჩარდახობის ფოტომასალაც იქნება და ფოტო რეპორტაჟსაც სემოგთავაზებ.


Wednesday, October 5, 2011

დღე 12-13

უკანასკნელი მონაცემებით დედამიწის მოსახლეობა ამდენია ---> World 6,966,414,998, 11:26 UTC (EST+5) Oct 05, 2011. ხოდა მერე რა ამდენი რომ არიან ფეხები ვერავის მოსჭამონ :))))


სრული ორი კვირა გავიდა - და რა, ჯერ კიდევ შორია . . . 

ეს ის შემთხვევაა როდესაც, დროისა (მისი არსებობის დაჯერების შემთხვევაში) და სივრცის ფარდობითობა რომ ვერაფერი ნუგეში ვერ არის.


კარგი დავიშვათ - დავძლიეთ შემოდგომის სენტიმენტალი, დავძლიეთ სიშორის სევდა, მედგრად ვდაგავართ და ვტკბებით, დავუშვათ არ გვადარდებს რამდენი დარჩა იმიტომ რომ ბედნიერებაა ის რომ არსებობ ბედნიერებაა ის რომ შემხვდი და გიპოვე, სასწაულია ადამიანში იპოვო იდეალის ის შტრიხები რომელიც შენს თავშიც კი არასოდეს ჩამოგიყალიბებია. დავიშვათ რაინდული შემართებით ვებრძვით ქარის წისქვილებს და სულაც არ ვეძებთ მითიურ დოლსინეა ტობოსელს არამედ ველოდებით სასწაულ ანნას. დავუშვათ. ხოდა ვართ ასე დაშვებულად და ყოვლეგვარ ძალისხმევას გარეშე მშვიდად ბედნიერად მე და ჩემი შენზე ფიქრები იმიტომ რომ მიყვარხარ, მაგრამ განა არ გავქვს უფლება მე ადამინის სახად მოვქცე ხანდახან და მოვიწყინო? 
პასუხი ერთია: რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა მაქვს ხოდა 3 დღეა დამიბრიყვა სევდამ, არა არა მართლა სენტიმენტები შემომაწვა და მომენატრე დამატებით ბონუს გაწყობებით, აი იცი როგორ - თოვლის გუდნა რომ ენატრება იმ გოგონას დადნობის მერე. 


როგორც ის გუდნა მეც ხან წვიმა ვარ ხან კი გუნდა - და ასევე მეთამაშოს ვისაც უნდა : ) ახლა ვხვდები რატომ ვერ ვიტან გაზაფხულსა და შემოდგომას : ) გაზაფხული ატეხილობის სეზონია, შემოდგომა დეპრესიულობის და მე არც ერთი მხიბლავს და არც მეორე.

ზაფხულიც დიდად არ მიყვარდა წელს უკვე

მიყვარს და მეყვარება, ამ ზაფხულს ხომ საწაულები მოხდა ;). 


სიახლეების წერის უკიდეგანო სურვილითვარ შეპყრობილი მაგრამ ვაი რომ რეალობა იმდენად ნაცრისფერია რომ სიახლე კი არა სიძველეებიც კი აღარ არის მგონია, რაც შემიძლაი მოვყვე ის არის რომ 3 დღე ებრძოდა სიკვდილს, 3 დღე- და ღამე მიილტვოდა თავისუფლებისაკენ და რმო გაეღწია იქნებ და უფრო მეტხანს ეცოცხლა. იქნებ ასე უაზროდ არ დასრულებულიყო მისიყოფა, იქნებ და ეგრძნო ცხოვრების შმვენიერება, მაგრამ არ დასცალდა მხოლოდ 3 დღე გაძლო აივნის ფანჯარაზე მიმჯდარმა ხოჭომ, რომლის ნეშთი ჯერ კიდევ აღმაშენებლის ხეივანზე მე-12 კილომეტრზე განთავსებული სავაჭრო ცენტირსი საოფისე ფართის აივნის კარების კუთხეში განისვენებს.


ასეთი დაუნდობელია ყოფა მავანთა მიმართ, თუმცა ჩემამდე ის ევრასოდეს მოვა შენ მე მყავხარ და შენ არ ხარ მიზანი შენ პროცესი ხარ რომელმიც ამ საყაროში ყევლაზე ლამაზი და ხანგრძლივი პროცესი უნდა იყოს :*


მე შენ მიყვარხარ :*




პოეზიის სვეტს ისევ მორისს დავუთმობ მისი ჩემი უსაყვარლესი ლექსით:

”ძნელი ყოფილა
იმის შეგნება,
რომ ხეს სულ ყველა
ფოთოლი სწყდება.

ძნელი ყოფილა, 
სიკვდილიც თურმე
როდესაც ხედავ,

სულ ყველა კვდება.
ძნელი ყოფილა
გზის გადარჩევა,
როდესაც ყველა
გეთათბირება.
და მარტოობა
როცა შენს ირგვლივ
ათასი კაცი ერთად ირევა.”


მუსიკალურ გაფორმებაზე ბევრი ვიფიქრე და უბრალოდ "Il Conformista" :






Monday, October 3, 2011

დღეები - 7,8,9,10,11

5 დღე გავიდა, აქ სიჩუმემ დაისადგურა, მაგრამ მე რისი მე ვარ რომ მიმეტოვებინა - ხოდა მოვედი ხოდა მოვყვები რაც ჯერ არ მომიყოლია არადა რა - არც არაფერი მომხდარა სულ არაფერი ფუი სიახლეებს რომ ასეთი ზანტები არიან. 5 დღე გავიდა და 5 დღით ახლოს ვარ შენს ნახვამდე მაგრამთ 5 დღით უფრო მონატრებულიც, ვერ გამიგია რა არის კარგი. : ) - აუ აუ აუ აუ  : ) უა უა უა უა. (ეს ტექსტის გასადაიდებლად დაწერილი უაზრო ფრაზები არაა უბრალოდ აღმომხდა) : )

სასწაულად ვარ, აი როგორ ძალიან მიყვარს ის რასაც შენ ჰქვია , როგორ კარგია რომ არის. მონატრებაც კი სიბრიყვიდან სასიამოვნო განცდაში გადადის, მუხლების სისუტიდან დაწყებული პულსის განუზომელ აჩქარებამდე.

კუბური სიგარისა და ვისკის არომატით გაჟღენთილი ოთახივით ვარ - ყველას რომ თავბრუს ახვევს. მე ის ყველა ვარ თავბრუ მეხვევა - რეტი მესხმის და ამაზე დიდი სიამოვნება განა რა უნდა ინატრო - გიყვარდეს. :*

გუდაურში გათოვდა, ბონუს განცდებია, რომელიც შენს მოლოდინს ამსუბუქებს, ცოტა ყურადღების გატანას ცდილობს, მაგრამ ეგ თოვლიც და სეზონიც იმიტომ მიხარია ასე რომ შენ მიხარიხარ : ) აი ასეა რა ხარ შენთვის მარტოდ უნიჭოდ ადამიანი - მერე გამოჩნდება თვით მშვენიერება ყველაფერს აგირევს და ამ არეულით ისეთი ბედნიერი ხარ რომ ლამისაა გასკდე : ) - ; ) :* :* :*

ხოდა მეც ვსკდები და კიდევ 15 წელი არ გავსკდები ეს ისე ანონსისათვის, თორემ მე არასოდეს გავსკდები სანამ შენ მეგულები : ) ჩემი გულის მიდამოებში და ჩემი თავი მეგულება შენი ფიქრების სივრცეებში.

რა მაგარია რა მაგარია,
ვგიჟდები ჩვენზე - და შენ ამ სიგიჟის დირიჟორი ხარ : )


ესეც ლექსი დღეს მორისის ”ქარგმა” .

წიწილა გამოამტვრევს კვერცხს,
როგორც დილეგს
და ფილტვებს აივსებს აისით, _
აისის
კვალდაკვალ
ივლის და
ირბენს
თავისუფლება და ხალისი...
მე კი ვივიწროვებ ოცნების გარსს,
სასთუმლად ვიფენ ბუმბულივით მსუბუქ არაკებს,
ჭაობის ყანჩა ცალ ფეხზე დგას
და დირიჟორივით
ჰორიზონტს განაგებს.
სიცხის საზომივით გატეხილ ღამეს
ვერცხლისწყლის წვეთებად
ეფანტება ჩემი ფიქრები, _
ისევ ველოდები უებარ წამლებს
და დღეს, როდესაც ერთად ვიქნებით.
იისფერდება ყორანივით შავი კარსანი,
ლილისფერდება მცხეთის მინდვრები...
შენ, სულო ჩემო, წიწილასავით
მწუხრიდან როდის ამოფრინდები?!
_ თენდება! _ ჩხრიალებს იმედის ღელე
და თავქვე მიდენის ბატებივით
ფარფატა ნისლებს,
მზე ოქროს ნისკარტით მიკენკავს ცრემლებს,
რომ მე გაზაფხული ვინატრო ისევ.

რწმენის ნაჭუჭიდან გავყურებ გზას
ვხსნი იჭვის ძაფებად დახლართულ
ქარაგმებს,
ჭაობის ყანჩა კი ცალ ფეხზე დგას
და დირიჟორივით ჰორიზონტს განაგებს


მუსიკა კი კუბური სიგარის და ასევე კუბური რომის გახსნებაზე ბებო ვალდესისა და დიეგო ციგალას განკარგულებაში დავტოვოთ:



Tuesday, September 27, 2011

დღე 6

დღევანდელ გამოშვებას დავიწყებთ სტატისტიკით ბლოგის მკითხველებზე, ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში ნათლად ჩანს რომ საქართველოდან 108 ნახვა აქვს, უნგრეთიდან 35, გერმანიიდან 12, ეს ქვეყნები გასაგებია, მაგრამ შეგიძლია მითხრა ვინ კითხულობს ამერიკიდან ესპანეთიდან და ხორვატიიდან?
Pageviews by Countries

Georgia  - 108
Hungary  - 35
Germany - 12
United States - 7
Spain - 1
Croatia - 1






ახლა კი სალამი როგორ ხარ? ამ ბოლო დროს ძალიან გაცუღლუტდი ხომ იცი, ყველა სიზმარში მოდიხარ და დილით რომ ვიღვიძებ უკვე წასული მხვდები, მოგწონს ახლა შენ შენი საქციელი? ნუ ახლა სიზმარში როგორ იქცევი და რეებს სჩადიხარ აქ არ გავახმოვანებ უხერხულია : ))))))) იცი ხანდახან ისეთი სევდა შემომაწვება მინდა ყველაფერზე მაღლა ავხტე და მერე დავხტე - გავიქცე - მივირბინო გზაჯვარედინამდე ყველაზე ბედნიერ და სევდიან გზაჯვარედინამდე და შენზე ოცნებასთანვე გიღალატო, და ღალატით დარცხვენილმა წვიმით თავი დავიხრჩო შენს დაბრუნებამდე:





 
აჰა უკვე ფიქრობ რომ გავგიჟდი? ცდები, მე ბევრად უფრო ადრე გავგიჟდი ვიდრე დღეს ან გუშინ. მე ზურგიდან მოძახილისას ნაგრძნობი განცდით გავგიჟდი და მეც რიგითი გიჟი ღმერთთან ოცნებით მიახლოებას ვცდილობ - მანამ სანამ იგი იქაა სადაც არის :).

ჰაჰაჰაჰაჰააააააა აი ახლა ამის წერისას ჩემი ემოცია ისე ფეთქავს მიწაც კი იძრა - ყველა შეშინდა მე კი მიხარია რომ ეს ასაკის ბრალი არააა : ) დიდხანს თუ გაგრძელდა ჩვენი განშორება - ნგრევასაც ვიზამ :* მიყვარხარ :*

ეს კი ლექსის კიდევ ერთი საყავრელი პოეტის ჩემი მორისი:

კოსმიური უღლება
 

სიცოცხლის ხე ისევ ისხვლება,
ბედს უნდა, ერთმანეთს გაგვყაროს, _
მე ვხმები,
შენ ხმები,
ის ხმება
და მაინც ყვავილობს სამყარო.

ხმელი ტოტებივით ვიმსხვრევით,
ვიწვით და ღუღუნებს კერია, _
მე ვმღერი,
შენ მღერი,
ის მღერის...
თურმე ნაკვერჩხლები მღერიან.

მღერიან... სიმღერით მკვიდრდება
სული და ვიშუშებთ იარებს, _
მქუხარე მსოფლიო მშვიდდება.
და მაინც მსოფლიო ღრიალებს

და მყარი ოცნების ქვიტკირი
ირღვევა... დუღაბი მწირია...
მე ვტირი,
შენ ტირი,
ის ტირის...
თურმე ტრომბონები ტირიან.

ცივდება ვულკანურ ნოტების
ლავა და... მაესტრო ისჯება...
ფესვებით, ტოტებით, ყლორტებით
მე ვრჩები,
შენ რჩები,
ის რჩება...

და როგორც მშიერი ობობა,
ცა იცდის... დიდია ცის ძალა, _
ვიღაცა იცდიდეს ოღონდაც,
მე წავალ,
შენ წახვალ,
ის წავა!

ჩვენ წავალთ... ვარსკვლავებს გავცდებით,
თუმც წასვლა ძალიან ძნელია, _ 
მე მელის,
შენ გელის,
მას ელის
დიდი გზა... ღმერთები გველიან!


დღესაც რაღაც მხიარული მუსიკალური ფონი მინდოდა მაგრამ არ გამოდის ცაც სევდიანობს იღუბლება აპირებს წვიმას:











Monday, September 26, 2011

დღე 5

იცი, ერთი ასეთი ამბავი ვიცი , არც ვდილობ მისი ჭეშმარიტება დვადგინო იმდენად სახალისოა (ჩემი მეგობარი მომიყვა გახალისების მიზნით) - ბუ ცოცხლად მშობიარე ფრინველია (ერთადერთი) რომელიც აი ასე ხეზე ზის, და როდესაც პატარა ბუიკოების მოვლენის დრო მოვა ნელნელა იბერება იბერება, წარმოიდგინე თვალები კიდევ უფრო უდიდდება, იბერება და რაღაც ზომამდე გაბერვის შემდგომ ბუუუუუუუუუ ისმის დიდი ხმა დგება მტვერი - რამოდენიმე წუთში ეს მტვერი იფანტება და ბუს გვერდზე უსხედან პატარა ბუები - დაახლოებით ასე:
ხოდა - ბუები იქით იყვნენ თავიანთი საყვარლობა დაბადების სტილით, მაგრამ მე აშკარად ვგრძნობ რომ ვიბერები. მე ბუ არ ვარ და არ დავიქუხებ რის შემდეგაც გვერდით პატარა ჯუნიკოები არ მეჯდებიან, მე გავსკდები, აი ასე ბერვა ბერვაში, ბუუჰ და გავსკდები, ალბათ ბუები ამაზე გაერთობიან მობაძვა ცადაო - თუმცა რა იციან ბუებმა რომ შენი მონატრებით ვიბერები, შენი დამახსოვრებული სუნის და გამომშვიდობებისას შენსუნთქული ჰაერის არ გამოშვებით ვიბერები, თუმცა ამაშიც არის რაღაც საინტერესო - თუ კი როცა გავსკდები წნევა დარწმუნებული ვარ იმხელა იქნება რომ მთელს სამყაროს შენი სუნი და ჰაერი მოედება, ყველა შეიგრძნობს და ყველა შენით გაბერვას დაიწყებს, თუმცა მე არ ვიეჭვიანებ მე ხომ უკვე გამსკდარი ვიქნები ; ) .
ხო ეს ისე ცოტა ხომ უნდა ვიწუწუნო თორემ მართლა გავსკდები : ), კვირა დღე კი უღიმღამო იყო, სანამ შენ არ მოხვედი პირწიგნაკის სასაუბროში. უი უი მავიწყდებოდა როგორ დამწამე ცილი  : ) (ჰაჰა ცილი დამწამე დამწამე ცილი) ცივი ხარო, რა ცივი ვიწვი ცეცხლი მიკიდია, წყალში არ ვდგები რა აზრი აქვს მაინც მომეკდიება და მერე ანდაზის თუ აფორიზმის თუ გამონათქვამის პერსონაჟი გავხდები არ მინდა არ მინდა - ასე დავიფერფლო მირჩევნია : ). . მოკლედ ონლაინში დავიშალეთ და მე დავიძარი დაბ.დღეზე - რა დამხვდა იქ - ჩემი მეგობრის დედის ბევრი ქალი მეგობარი და ქალური ყაყანი- მომენტალურად თავი ამტკივდა, მაგრამ ავირე არაყი ავიღე კოლა გავაზავე დაუნდობლად დიდი დოზები და კუთხეში მეტვალუყრესავით მორცხვად შევუდექი წრუპვას, ნელნელა ასაკობრივი ზღვარი დაბლა დავიდა და ჩვენი სამეგობრო (თუცმა რა ჩემი რამოდენიმეს ვიცნობდი) უმრაველოსბაშჳ აღმოვჩნდით რითაც ”უფროსებმა” იგრძნეს მოახლოებული საფრთხე და ნელნელა აიფანტნენ - არც ეს შემადგენლობა მხიბლავადა თავისი მჭერმეტყველებით და გახსნილი აზროვნებით - მამრები გაცხოველებულები ცდილობდნენ მდედრების  გულსი მოგებას, მდედრები გაცხოველებულ მამრებს ირიდებდნენ როგორც შეეძლოთ და ბოლოს ყველა მე მიბრღავდა ტვინს იმიტომ რომ მე კვალავც დამკვირვებლის პოზიციიდან ოღონდ უკვე მჯდომარედ უფრო დიდი დოზის ნაზავებს ვეტანებოდი და ჩუმად კეთილი ღიმილით ვადევნებდი თვალყურს ყოლიფერს.
როდესაც კოლისა და არყის ნაზავმა გამჭყიპა - ერთი დადებითიც მოჰყვა თავი აღარ მტკიოდა , საზოგადოება გამოცვლა მოვიდა კიდევ ერთი პარტია ფხიზელი ბიჭების ; ) იმათთანაც უკვე ადამიანური სტილით შევუდექი სმას, ორი ბოთლიც გამოვცალე და წამოვედი სახლში სრულიად ფხიზელი 4 საათზე, იმიტომ რომ შენი სმს მიღებული მქონდა და ვიცოდი რომ გეძინა მინდოდა სიზმარში დაგწეოდი, მგონი დაგეწიე იმიტომ რომ სიზმარში ჩემთან იყავი ; ) აი ასეთი უნიჭო დღის ნიჭიერი დასასრული მქონდა.

ნუ ამ ჩანაწერსაც აქ დავასრულებ კიდევ ერთი ლექსით გაგას შემოქმედებიდან (ჩემთვის ასეთი უძლურია დღეს ეს ქალაქი):

უძლური სინათლის ქალაქი
ქუჩები უფერო ფერის,
სულ ყველა სულ ყველას ძმაკაცი,
სულ ყველა სულ ყველას მტერი.

იქ, სადაც არ ხდება სიახლე,
არავის არა აქვს ბედი.
იქ სადაც იციან სიმართლე,
მაგრამ არ იციან მეტი.

იქ, სადაც ცვლილების სურვილი,
არავინ გაივლო თავში,
არა აქვთ სიცოცხლის წყურვილი,
მაგრამ აქვთ სამოთხის საშვი.

და თითქოს ჩრდილები დადიან,
უაზრო წრეწირებს ჰკრავენ,
იქ, სადაც არაფერს სჩადიან,
უბრალოდ ცხოვრებას ჰკლავენ,

იქ, სადაც თენდება არასდროს,
ღამეში ეძებენ გროშებს,
ჰაერი მაინც არ ჩარაზოთ,
ჰაერი, ჰაერი დროზე!

და რა თქმა უნდა მუსიკალური გაფორმება. უკომენტაროდ და წარდგენის გარეშე:






Sunday, September 25, 2011

დღე 4

შაბათიც გათენდა,
თავთან წინა ღამით დატოვებული ნაბეღლავი მოვიძიე მაგრამ სად არის? არ არის : ) თურმე შემთხვევით კაქტუსი მორწყეს : ) ალბათ ნაბახუსევი იყო. ზლოზვნით წამოვდექი, ზიზღიანი დილის მოლოდინში მაგრამ არც წინა ღამის ბევრი ჭიქა არაყი მაწუხებდა და არც რაიმე სხვა სიმპტომი – კიდევ ერთი დასტური რომ არ დამათრო არაყმა. : )
მერე იყო ბლაბლაბლაბლა პროცედურები (დილის ტუალეტი). შემდგომ ამინდის ამოცნობის რიტუალი აივანზე და ჰოი საოცრებავ – კაქტუსი აყავვებულა რომელიც აგერ უკვე –15 წელია არ მახსოვს გაყვავილებული. არ ვიცი ამ კაქტუსის ჯიში, მაგრამ ვიცი რომ იშვიათად ყვავის. არ ვიცი რას ნიშნავს იშვიათად ყვავის ვინაიდან 15 წლის წინ ყოველ შემოდგომაზე ყვაოდა. არ ვიცი რატომ მაგრამ მხოლოდ 1 დღიანია მისი ყვავილობა და არც ისი ვიცი ვინ მაგრამ მოიგონეს რომ ეს კარგის ნიშანია როდესაც ეს კაქტუსი ყვავის. ჰოდა აჰა შენ მისი ყვავილი:

















მეღირსა სამსახურში ვარ (ეს ირონიით და დებილი ღიმილით არის ნათქვამი) მოკლედ სამსახურში 3 საათამდე მივაღწიე და ისევ ჩემს მოგონებებიან ოთახში გავმაგრდი. ბევრი ფილმი გადმოვწერე ყველა წავშალე. : ) ძველების ყურება ვცადე ვერაფერი, ნუ მოკლედ გამოვიძინე ცოტა საათი.
მერე შენ გესაუბრე (უი ხო სამსახურში რომ ვიყავი და გესაუბრე მეგონა აქვე იყავი – რა საოცარია 21 საუკუნე და მისი ტექნოლოგიები :)  ).
ზურამ რომ დამირეკა და წამოდი უნდა გაგასეირნოო ნუ ზურა ასეთ რაღაცეებს აკეთებს მაშნ როდესაც ფიქრობს და თვლის რომ მე დეპრესია მაქვს – რას არ მოიგონებენ ეს ადამიანები ზურას ჰგონია რომ დეპრესია მაქვს, მამაჩემს ჰგონია რომ რა მეშველება, დიმას ჰგონია რომ ზარმაცი ვარ და არაფერს ვაკეთებ რომ კაპიტალი გავზარდო, გოგოებს (შენ, ჩემ, ჩვენს) ჰგონიათ რომ ეს დღიური რომ იკითხონ აუცილებლად უნდა იტირონ. მაია ასათიანს ჰგონია რომ კარგი გადაცემა აქვს, შალვა რამიშვილს ჰგონია რომ ლიბერალია.
მოკლედ ზურამ გამომიარა შენ ნაჩქარევ და ჩემთვის უჩვეულო ტემპში დაგემშვიდობე – ხომ მაქვს ნათქვამი გამომშვიდობების მომენტები არ მიყვარს მეთქი :) მოკლედ ზურამ და ბიძიმ – შარდენის და მიმდებარე ტერიტორიის 6–7 დაწესებულება მომატარეს თუმცა ჩემთის საინტერესო ვერაფერი ნახეს და ისევ მე მივაღწიე ჩემსას წამოვიყვანე სახლებში ნასვამი ბიძი და დაღლილი ზურა : ) ნუ მანქანის ტარება მომნატრებია ზურას მანქანის საჭესათან მივჯექი– გავაფრთხილე საჭესთან ტვინი არ მიბურღოთ და ყველაზე დიდი გზით მივედი უბნამდე. მერე მერე ის რომ მიუნჰაუზენს და ფორესტ გამპს ვუყურე მემემემე1000 ედ ალბათ, და ჩამეძინა.
საოცარ სიზმრებს წავაწყდი საძილეთში – სურვილები მისრულდებოდა : )
ხოდა ახლა ყველაზე მეტად მინდა შაგრენის ტყავის თუნდაც სულ მცირე ნაგლეჯი რომელზეც 1 სურვილია შერჩენილი – რომ შენი ჩემს ან ჩემი შენს გვერდით ყოფნა ვინატრო. : ) ასეთი უნიჭო იყო 24 სექტემბრის შაბათი თბილის ქალაქში.

ტრადიციას არ დავარღვევ და რატის ლექსს იყოს დღეს:

"მინდა თოვდეს,
ქსოვდე წინდას.
ბედი გვქონდეს -
თოვდეს მინდა.

მინდა ოდენ,
მეჯდე წინ და
მე ლექსს ვქსოვდე,
შენ კი - წინდას."






მუსიკალური გაფორმება კი ფილმიდან "ჯუნო" : ).


















Saturday, September 24, 2011

დღე 3

სამყაროში სამართალი რომ არსებობდეს გაღვიძებისთანავე უნდა მეთქვა TGIF ანუ "Thank Goodness It's Friday" ან სულაც ჩემი უკიდეგანო განათლება გამომევლინა და ლათინურად შემეყვირა "Gratias Deo quoniam suus dies Veneris"- თუმცა სამართალი, ქადა და ნაზუქი სადაა? ხოდა არ ვთქვი ისე ავდექი - სტანდარტული რიტუალების შემდგომ რომელსაც დილის ტუალეტი ეწოდება მუცელიც ამოვიყორე და გავუდექი გზას სასამხურისაკენ. პირველი რასაც ვაკეთებ აგერ უკვე მესამე დღეა - წინა დღის აღწერას შევუდექი, და მივხვდი რომ მეორე დღეა ისე ვარ თითქოს მეორიათასე დღე იყოს.
ყოველ დღე ყველაფერს ვაკვირდები უფრო ყურადღებიანი ვარ და უფრო დეტალებზე ორინეტირებული მინდა რამე ისეთი მოგიყვე რაც შენ დაგაინტერესებს და გესიამოვნება თუმცა აქ ყველაფერი ისევ ისეა როგორც დატოვე მხოლოდ შენი ფერადი ფონი აკლია საშინლად. უი ხო დილით სახლიდან რომ გამოვედი ლიფტში გურო შემხვდა - ხოდა უბანში ერთად გამოვედით სადარბაზოდან მას მოკლესახელოებიანი პერანგი ეცვა მე მაისურზე გადაცმული ჩემი ”ძერსკი” ქურთუკი - ორივემ ერთად ვთქვით აჰა ამინდი გამოვიცანიო - ხოდა ამ წამამდე ვფიქრობ ნეტა რომელი ვიყავით მართალი : ).
სამუშაო დღე ძალიან დაბალ ტონალობაში გადიოდა, დროდადრო გოგოების გამამხნევებლ პოსტებს ვიღებდი და ვიღიმოდი : ) თუმცა გამამხნევებლი არმიის ლიდერი სუანთ მშვენება და ღირსეული წარმომადგენელი თაკო ჭეხანი რაღაც ტრეინინგზე იყო (ალბათ გამამხნევებელი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით) ხოდა გამხნევებაც არ იყო ინტენსიური. თუმცა იყო თამრო რომელიც დილიდან სიყვარულს მეფიცებოდა და თან ოჯახში ფუსფუსებდა, იყო ლელუ - რომელიც არ იყო სახლში და ერთი სული ჰქონდა მისულიყო, მარიტაც იყო რომელიც მარტად მოვნათლე და ბუშტებს ბერდა და შუშხუნებს უშვებდა და თათა რომელიც რას შვრებოდა ვერ ვიტყვი იმიტომ რომ უხერხულია : ) თვითონაც დიდი ხვეწნის მერე მითხრა რას შვრებოდა თუ უშვრებოდნენ სამსახურში. : ).
სამუშაო დღე თავისი ლოგიკური დასასრულისაკენ მიდიოდა როდესაც დიმამ მომწერა რომ ბარბიკამ (ბარბაროსამ, ბარბიმ) დაბ დღეზე დაგვპატიჟა - ნუ კარგი პერსპექტივა მშიერზე სასმახურიდან დაბ დღის სუფრაზე მოხვედრა. ხოდა რვის ნახევრამდე სასამხურში ვიჯექი, რვის ნახევარზე ჩავედი დაბლა დიმას დასახვედრად და 40 წუთი მომიწია ლოდინი : ) ნუ როგორც იქნა მოვიდა დიმა და გავემართეთ დაბ დღეზე - შენ წარმოიდგინე და ბარბიკა დღეობის აღსანიშნავ ზეიმს მართავდა გლდანში - რესტორან ”თიშებთან” არსებულ Night BAR-ში , ნუ ეს უკვე რაღაც მისტიურს და ძალიან სასაცილოს მოასწავებდა - თუმცა დიდი არაფერი სახინკლის ქვეშ სახელდახელოდ მოწყობილი და არც თუ ისე უგემოვნოდ მოწყობილი პატარა ოთახი ბარით და ლამაზი ჭერით - ბევრი სახე და ბევრი არაყი მე და დიმა აქტიურ სმას შევუდექით პირველი 15-20 ჭიქა მივაყარეთ და შემდგომ დავიწყეთ საუბარი. 2-3 საათში ავდექით და სახლსიაკენ გავემართეთ.
სახლში სურპიზი მელოდა დიდი წვალება დამჭირდა იმის დასამტკიცებლად რომ ნასვამი ვიყავი - :))) არ მიჯერებედნენ - ჰმ არაყიც აღარ მათრობს (გამიწყალდა (c) მარიტა).
ჩვენი შვილი კარგადაა, იგი უკვე თვის სრულდება ხო ხო ჩვენი შვილი რომელსაც ჩემი სიყვარული ჰქვია, დილით ჩემთან ერთად იღვიძებს, მტირალა არაა, ძალიან უყვარს ფერადი სამყაროს ციმციმით კვება დღეს მინიმუმ 5 ჯერ ღებულობს ფუმფულა ციმციმებს. დღის განმავლობაშიც არ მშორდება გვერდიდან, ძალიან უყვარს შენი სურათების თვალიერება, უკვე წერაც ისწავლა. : )
მოკლედ ასეთი იყო 2011 წლის 23 სექტემბერი და უშენობის მესამე დღე.

აქვე ისევ ლექსს შემოგთავაზებ, ჩემი უსაყვრალესი გაგა ნახუცრიშვილის შემოქმედებიდან:


"სამყარო... მერე სამყარო ისევ,
ჰორიზონტია ჰორიზონტს იქით,
შენ ახლა ეძებ ერთადერთ მიზეზს
დარჩენის? არა, წასვლის, პირიქით.

არ არის არსად კიდე, არც ზღვარი
და დედამიწა თურმე მრგვალია,
ყველგან ზღვაა და ტალღები მთვრალი
და ყველგან მხოლოდ ზურგის ქარია.

სიშორეს ასე რატომ უფრთხიან,
თუ ეშინიათ სხვა სინამდვილის...
სიშორემდე ხომ ერთი წუთია,
სიახლოვემდე — დიდი მანძილი."


დღევანდელ მუსიკალურ გაფორმებას ჯგუფ "Extreme"-ს დავუთმობ, ვინაიდან და რადგანაც ეს ყველაფერი რასაც ვაკეთებ ხომ სიტყვებზე მეტია- ეს შენამდე სავალი გზაა.



Friday, September 23, 2011

დღე 2

დილა მინდობით დაიწყო, ხო აი ასე უბრალო ადამიანური მინდობით როდესაც მე ჩემი თავი ჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟ-ს ანუ თავის საპარს აპარატს მივანდე. : )
ასე რომ მე ახალი თავი მაქვს ახალი რა განახლებული : ) მაქსიმალურად მინიმალური სიგრძის თმით ; ). მოკლედ მოვედი თუ მივედი - ნუ ალბათ მოვედი მიუხედავად იმისა რომ გუშინდელ დღეზე ვწერ, დღეს ვწერ და თანაც სამსახურიდან ხოდა გუშინ მოვედი სამსახურში : ) არაფერი საინტერესო - შენც კი არ ჩანდი მთელი დღე მაგრამ წინა ღამით დატოვებული შეტყობინება წავიკითხე და ნუ განა რაა მაგრამ გულს უხარია : ) ხო ცუდია რომ დატვირთულია გრაფიკი განა იმიტომ რომ რამეტომ, უბრალოდ კონტაქტის ნაკლები საშუალებაა - ეგ არაფერი : ).
კიდევ რა უნდა იცოდე - უი ხო - მართალია დიდი ეჭვი გვქონდა მაგრამ გუშინ საბოლოოდ დადასტურდა - საქართველოს პრეზიდენტმა თავის ერთ-ერთ მიმართვაში დაადასტურა რომ 2011 წელია და თან 21-ე საუკუნე, აი ხედავ ხანდახან ტელევიზორშიც ამბობენ საინტერესო რაღაცეებს.
უი გუშინ მე იმ ერთ ერთ თეთრყვავთააგანი ვიყავი ვინც პროფილს არ უყურა, სამაგიეროდ თითქმის მთლიანად წაიკითხა პირწიგნაკზე : ) კარგი წარმოსახვა რომ არა ალბათ დავიტანჯებოდი. შენი ჩემი ჩვენი გოგოები კვალავც ძალღონეს არ იშურებენ რომ მე გამართონ გამამხნეონ და მე კი ჩემი მხრიდან ვურჩევდი სიმხნევე არ მაკლია ენერგია დაზოგონ უფრო მერესკენ : ).
არ ვიცი უბრალო დამთხვევას დავაბრალო თუ რას - მაგრამ ყველა ჩემი მეგობარი ვისაც შენ უნახავხარ, ან შენზე სმენია მეორე დღეა კითხულობენ როგორ ხარ და რას შვრები და რავიცი რავიცი მათაც იგრძნეს რომ წახვედი? : ).
ეს ჩანაწერების თუ მოწერების თუ დღიურის წარმოების ფორმატი ნელ ნელა მინდა შევცვალი რაღაც რუბრიკები დავამკვიდრო : ).
ნომინაციებსაც შემოვიღებ. და საერთოდ როგორ ხარ? რომ გაიჯახუნე კარები და წახვედი არ უნდა დაიბარო სად მიდიხააარ?
ხო ნუ ასე ჩაიარა სამუშაო დღემ, დიმამ ისევ პირნათლად მოიხადა ვალი სამყაროს წინაშე და სახლში მიმყვანა - მეც პირნათლად მოვიხადე ვალი საკუთარი კუჭის წინაშე და ჩემი კინობიბლიოთეკა ორი ფილმით გავამდიდრე მერე შენც მოხვედი და ვისაუბრეთ მე აჭრილიტექსტებით შენ გაღიმებული სახით. მერე შენი მეგობარი მოვიდა თუ მოდიოდა და მე გავედი დასაძინებლად, საოცარია არ ჩამეძინა : ).
გემშვიდობები ხვალამდე. უკეთესი მომავლის და დროის დაჩქარების იმედით.

აქვე გთავაზობ ერთ ლექსს:

მე გაუნძრევლად ვზივარ და გიცდი,
შეშურდებოდა გი დე მოპასანს.
ერთია მხოლოდ რასაც განვიცდი,
ძაღლმა შეცდომით მე არ მომაფსას.
მე კვლავაც ვზივარ და ერთის მჯერა,
ყველა გასაჭირს შენთვის ავიტან.
მოფსმას რა უჭირს მოფსმა მერე რა,
ძაღლს რომ ვაგინო”სალფეთქს”მომიტან?
ამ ლოდინში-საიდღანაც მოიძურწა მტარვალი,
მომლოდინეს არც კი ჰკითხა მოუტურტლა შარვალი.
სულშიშველი-სულ შიშველი,მოლოდინი გრძლედება.
მოტრფიალე კაცის გული არაფერს დანებდება.

ნუ რა თქმა უნდა მუსიკალური გაფორმების გარეშეც არ გამოვა, დღეს კოკსო ვუთმობ სცენას:



Thursday, September 22, 2011

დღე 1

პრე ფაქტუმ - ყველა პოსტი დაიწერება შემდეგ დღეს წინა დღეზე : )

2011 წლის 21 სექტემბერი ყველაზე დიდი დღე-ღამე იყო ჯერ რაც კაცობრიობას უნახავს - და კაცობრიობამდე რომ იყვნენ იმათაც, მინიმუმ 7080 საათისაგან შედგებოდა.
ეს ისე სტარტაპ სენტიმენტალისათვის ისე კი:

რა ხდებოდა გასულ დღე-ღამეს შენგან მიტოვებულ ქალაქში:

ღრუბლავდა, წვიმას იმუქრებოდა მაგრავ ვერ მივართვით. პანჩოს გადაღებები ჰქონდა, და 3 საათი ემზადებოდა. დიმამ კვალავც პირნათლად შეასრულა მეგობრის ფუნქიცა და თითის დადების რიტუალი წარმატებით განმახორციელებინა. მაგრამ უჩემოდ ჭამა სანამ ჩემამდე მოვიდა და მე გული მეტკინა. სამაგიეროდ მერე მე მის თვალწინ ვჭამე და მას არ ვაჭამე. კიდევ ჩემი შრომისუნარიოანობა და ნაყოფიერება აშკარად დაეცა -273 გრადუსამდე ფარენგეიტის მიხედვით აბსოლუტურ ნულს ჩამოცდა. ფეისბუქი ალბათ მანდაც განახლდა ეგ ხომ უფრო ახლოსაა ამერიკასთან ესე იგი მანდ უფრო ადრე განახლდა.
ხო ასეა, კიდევ ის მოხდა რომ არაფერიც არ მოხდა, რიგით ამერიკულ კომედიას ვუყურე და სულ არ მეიცნებოდა რა ვერ ისწვალეს ამერიკელებმა ჩემი გასაცინებელი კომედიებისგადაღება : ) ხო გოგოები (ჩვენი საერთო მეგობრები) მედგრად იტანენ წუწუნს ჩემი მხრიდან შენი მონატრების თაობაზე და ყველა მაგრად მატყუებს რომ მალე გავა ეს დრო : ) უი ხო წუხელ დავგეგმე რომ თმა შევიჭრა ან გადავიპარსო სანამ შენ აქ არ ხარ რა მნიშვნელობა აქვს რა ვარცხნილობა მექნება თუ როგორ შესრულდა გეგმა ეს ხვალინდელ პოსტში მოხვდება ვინაიდან დღეს ხომ გუშინდელზე ვწერ. : ).
კიდო ის რომ მამაჩემი დაჟინებით მიხსნიდა რომ ძალიან კარგი გოგო ხარ : ) ჰმმმ თითქოს მე არ ვიცოდე - (სასწაული პირდაპირ). ხო იმასაც განიცდის მე რა მეშველება ეს პერიოდი ნეტა ჩემი თავი არ მყოფნიდა ახლა დამატებითი შემხსენებელი მყავს : )))
ხო კიდევ ის რომ მიუხედავად იმისა რომ დრო არ არსებობს მაინც ძალიან ნელა გადის.
უზომოდ რომ მომენატრე და რა წესია ეს ამაზე დიად არ დავიწყებ იმიტომ რო ეს ვიცით ისედაც - და თან ამისათვის ბევრი დროა წინ კიდო : ).

მოკლედ კეთილი სურვილებით წარმატებული ვორკშოპებით და ასე შემდეგ ამ ბლოგიდან ხვალამდე გემშვიდობები გკცონი მილიარ უთვალავს : ) :* :* :* :* :*

მუსიკალურ გაფორმებას კი ლარუს დავუთმობ ამ პოსტში : )