Sunday, September 25, 2011

დღე 4

შაბათიც გათენდა,
თავთან წინა ღამით დატოვებული ნაბეღლავი მოვიძიე მაგრამ სად არის? არ არის : ) თურმე შემთხვევით კაქტუსი მორწყეს : ) ალბათ ნაბახუსევი იყო. ზლოზვნით წამოვდექი, ზიზღიანი დილის მოლოდინში მაგრამ არც წინა ღამის ბევრი ჭიქა არაყი მაწუხებდა და არც რაიმე სხვა სიმპტომი – კიდევ ერთი დასტური რომ არ დამათრო არაყმა. : )
მერე იყო ბლაბლაბლაბლა პროცედურები (დილის ტუალეტი). შემდგომ ამინდის ამოცნობის რიტუალი აივანზე და ჰოი საოცრებავ – კაქტუსი აყავვებულა რომელიც აგერ უკვე –15 წელია არ მახსოვს გაყვავილებული. არ ვიცი ამ კაქტუსის ჯიში, მაგრამ ვიცი რომ იშვიათად ყვავის. არ ვიცი რას ნიშნავს იშვიათად ყვავის ვინაიდან 15 წლის წინ ყოველ შემოდგომაზე ყვაოდა. არ ვიცი რატომ მაგრამ მხოლოდ 1 დღიანია მისი ყვავილობა და არც ისი ვიცი ვინ მაგრამ მოიგონეს რომ ეს კარგის ნიშანია როდესაც ეს კაქტუსი ყვავის. ჰოდა აჰა შენ მისი ყვავილი:

















მეღირსა სამსახურში ვარ (ეს ირონიით და დებილი ღიმილით არის ნათქვამი) მოკლედ სამსახურში 3 საათამდე მივაღწიე და ისევ ჩემს მოგონებებიან ოთახში გავმაგრდი. ბევრი ფილმი გადმოვწერე ყველა წავშალე. : ) ძველების ყურება ვცადე ვერაფერი, ნუ მოკლედ გამოვიძინე ცოტა საათი.
მერე შენ გესაუბრე (უი ხო სამსახურში რომ ვიყავი და გესაუბრე მეგონა აქვე იყავი – რა საოცარია 21 საუკუნე და მისი ტექნოლოგიები :)  ).
ზურამ რომ დამირეკა და წამოდი უნდა გაგასეირნოო ნუ ზურა ასეთ რაღაცეებს აკეთებს მაშნ როდესაც ფიქრობს და თვლის რომ მე დეპრესია მაქვს – რას არ მოიგონებენ ეს ადამიანები ზურას ჰგონია რომ დეპრესია მაქვს, მამაჩემს ჰგონია რომ რა მეშველება, დიმას ჰგონია რომ ზარმაცი ვარ და არაფერს ვაკეთებ რომ კაპიტალი გავზარდო, გოგოებს (შენ, ჩემ, ჩვენს) ჰგონიათ რომ ეს დღიური რომ იკითხონ აუცილებლად უნდა იტირონ. მაია ასათიანს ჰგონია რომ კარგი გადაცემა აქვს, შალვა რამიშვილს ჰგონია რომ ლიბერალია.
მოკლედ ზურამ გამომიარა შენ ნაჩქარევ და ჩემთვის უჩვეულო ტემპში დაგემშვიდობე – ხომ მაქვს ნათქვამი გამომშვიდობების მომენტები არ მიყვარს მეთქი :) მოკლედ ზურამ და ბიძიმ – შარდენის და მიმდებარე ტერიტორიის 6–7 დაწესებულება მომატარეს თუმცა ჩემთის საინტერესო ვერაფერი ნახეს და ისევ მე მივაღწიე ჩემსას წამოვიყვანე სახლებში ნასვამი ბიძი და დაღლილი ზურა : ) ნუ მანქანის ტარება მომნატრებია ზურას მანქანის საჭესათან მივჯექი– გავაფრთხილე საჭესთან ტვინი არ მიბურღოთ და ყველაზე დიდი გზით მივედი უბნამდე. მერე მერე ის რომ მიუნჰაუზენს და ფორესტ გამპს ვუყურე მემემემე1000 ედ ალბათ, და ჩამეძინა.
საოცარ სიზმრებს წავაწყდი საძილეთში – სურვილები მისრულდებოდა : )
ხოდა ახლა ყველაზე მეტად მინდა შაგრენის ტყავის თუნდაც სულ მცირე ნაგლეჯი რომელზეც 1 სურვილია შერჩენილი – რომ შენი ჩემს ან ჩემი შენს გვერდით ყოფნა ვინატრო. : ) ასეთი უნიჭო იყო 24 სექტემბრის შაბათი თბილის ქალაქში.

ტრადიციას არ დავარღვევ და რატის ლექსს იყოს დღეს:

"მინდა თოვდეს,
ქსოვდე წინდას.
ბედი გვქონდეს -
თოვდეს მინდა.

მინდა ოდენ,
მეჯდე წინ და
მე ლექსს ვქსოვდე,
შენ კი - წინდას."






მუსიკალური გაფორმება კი ფილმიდან "ჯუნო" : ).


















No comments:

Post a Comment