ხოდა - ბუები იქით იყვნენ თავიანთი საყვარლობა დაბადების სტილით, მაგრამ მე აშკარად ვგრძნობ რომ ვიბერები. მე ბუ არ ვარ და არ დავიქუხებ რის შემდეგაც გვერდით პატარა ჯუნიკოები არ მეჯდებიან, მე გავსკდები, აი ასე ბერვა ბერვაში, ბუუჰ და გავსკდები, ალბათ ბუები ამაზე გაერთობიან მობაძვა ცადაო - თუმცა რა იციან ბუებმა რომ შენი მონატრებით ვიბერები, შენი დამახსოვრებული სუნის და გამომშვიდობებისას შენსუნთქული ჰაერის არ გამოშვებით ვიბერები, თუმცა ამაშიც არის რაღაც საინტერესო - თუ კი როცა გავსკდები წნევა დარწმუნებული ვარ იმხელა იქნება რომ მთელს სამყაროს შენი სუნი და ჰაერი მოედება, ყველა შეიგრძნობს და ყველა შენით გაბერვას დაიწყებს, თუმცა მე არ ვიეჭვიანებ მე ხომ უკვე გამსკდარი ვიქნები ; ) .
ხო ეს ისე ცოტა ხომ უნდა ვიწუწუნო თორემ მართლა გავსკდები : ), კვირა დღე კი უღიმღამო იყო, სანამ შენ არ მოხვედი პირწიგნაკის სასაუბროში. უი უი მავიწყდებოდა როგორ დამწამე ცილი : ) (ჰაჰა ცილი დამწამე დამწამე ცილი) ცივი ხარო, რა ცივი ვიწვი ცეცხლი მიკიდია, წყალში არ ვდგები რა აზრი აქვს მაინც მომეკდიება და მერე ანდაზის თუ აფორიზმის თუ გამონათქვამის პერსონაჟი გავხდები არ მინდა არ მინდა - ასე დავიფერფლო მირჩევნია : ). . მოკლედ ონლაინში დავიშალეთ და მე დავიძარი დაბ.დღეზე - რა დამხვდა იქ - ჩემი მეგობრის დედის ბევრი ქალი მეგობარი და ქალური ყაყანი- მომენტალურად თავი ამტკივდა, მაგრამ ავირე არაყი ავიღე კოლა გავაზავე დაუნდობლად დიდი დოზები და კუთხეში მეტვალუყრესავით მორცხვად შევუდექი წრუპვას, ნელნელა ასაკობრივი ზღვარი დაბლა დავიდა და ჩვენი სამეგობრო (თუცმა რა ჩემი რამოდენიმეს ვიცნობდი) უმრაველოსბაშჳ აღმოვჩნდით რითაც ”უფროსებმა” იგრძნეს მოახლოებული საფრთხე და ნელნელა აიფანტნენ - არც ეს შემადგენლობა მხიბლავადა თავისი მჭერმეტყველებით და გახსნილი აზროვნებით - მამრები გაცხოველებულები ცდილობდნენ მდედრების გულსი მოგებას, მდედრები გაცხოველებულ მამრებს ირიდებდნენ როგორც შეეძლოთ და ბოლოს ყველა მე მიბრღავდა ტვინს იმიტომ რომ მე კვალავც დამკვირვებლის პოზიციიდან ოღონდ უკვე მჯდომარედ უფრო დიდი დოზის ნაზავებს ვეტანებოდი და ჩუმად კეთილი ღიმილით ვადევნებდი თვალყურს ყოლიფერს.
როდესაც კოლისა და არყის ნაზავმა გამჭყიპა - ერთი დადებითიც მოჰყვა თავი აღარ მტკიოდა , საზოგადოება გამოცვლა მოვიდა კიდევ ერთი პარტია ფხიზელი ბიჭების ; ) იმათთანაც უკვე ადამიანური სტილით შევუდექი სმას, ორი ბოთლიც გამოვცალე და წამოვედი სახლში სრულიად ფხიზელი 4 საათზე, იმიტომ რომ შენი სმს მიღებული მქონდა და ვიცოდი რომ გეძინა მინდოდა სიზმარში დაგწეოდი, მგონი დაგეწიე იმიტომ რომ სიზმარში ჩემთან იყავი ; ) აი ასეთი უნიჭო დღის ნიჭიერი დასასრული მქონდა.
ნუ ამ ჩანაწერსაც აქ დავასრულებ კიდევ ერთი ლექსით გაგას შემოქმედებიდან (ჩემთვის ასეთი უძლურია დღეს ეს ქალაქი):
უძლური სინათლის ქალაქი
ქუჩები უფერო ფერის,
სულ ყველა სულ ყველას ძმაკაცი,
სულ ყველა სულ ყველას მტერი.
იქ, სადაც არ ხდება სიახლე,
არავის არა აქვს ბედი.
იქ სადაც იციან სიმართლე,
მაგრამ არ იციან მეტი.
იქ, სადაც ცვლილების სურვილი,
არავინ გაივლო თავში,
არა აქვთ სიცოცხლის წყურვილი,
მაგრამ აქვთ სამოთხის საშვი.
და თითქოს ჩრდილები დადიან,
უაზრო წრეწირებს ჰკრავენ,
იქ, სადაც არაფერს სჩადიან,
უბრალოდ ცხოვრებას ჰკლავენ,
იქ, სადაც თენდება არასდროს,
ღამეში ეძებენ გროშებს,
ჰაერი მაინც არ ჩარაზოთ,
ჰაერი, ჰაერი დროზე!
და რა თქმა უნდა მუსიკალური გაფორმება. უკომენტაროდ და წარდგენის გარეშე:
No comments:
Post a Comment