Luv Me 2 Times
We Sure Are Cute For Two Ugly People
Monday, June 18, 2018
Thursday, January 19, 2012
ვიცი. . .
ვიცი, ძალიან კარგად და ზუსტად ვიცი.
მეც მცივა აგერ უკვე 10 დღეა, და სულაც არა იმიტომ რომ ზამთარია.
ხოდა ამის მერეც ვიცი, ძალიან კარგად და ზუსტად ვიცი.
მეც მტკივა – და არა იმიტომ რომ .
და მაინც სასტიკია ხოლმე ყოფა და ამ ყოფას მაინც ჩვენი მეოხებით აქვს ეს სისასტიკე. უბრალო მარტივი გარემოებიბსა და გამო მე არა მარტო შენ მაკლიხარ – ჰაერიც კი მაკლია – სითბო საერთოდ გაქრა ქალაქის ქუჩებიდან და თოვლიც კი უღიმღამოა.
მარტივია იმაზე ფიქრი რომ ამ დისტანციაზე ელემენტარული ვირტუალური კომუნიკაცია მაინც ნუგეშად აიღო. თუმცა უფრო მარტივი ყოფა იქნებოდა ერთმანეთის დახმარებაზე გადავსულიყავით ვიდრე თვითგადარჩენაზე და მონატრების ტკვილის დაამებაზე.
და Мне савсем не по хуй - მენატრები და მჭირდები, ტყუილად არ გეუბნებოდი არ წახვიდე მეთქი , ალბათ ვგრძნობდი იმ სეისმური აქტივობის საფრთხეს რომელსაც მოიტანდა ეს განშორება თუდანც საწყის ეტაპზე.
175 დღეა დარჩენილი ეს მაქსიმუმია (იმედია) მაგრამ მანამდე მინიმუმ 60 ია წინ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რა სასაცილოები ვიქნებით ერთმანეთის და საკუთარი კომფორტის გატანა თუ ვერ შევძელით რაღაც საცოდავი 175, 1 , 60 თუ თუნდაც 1000 დღის მანძილზე. და რა გამოვა შევცდით? არა მე ამას არ დავიჯერებ იმიტომ რომ შენში არ შევმცდარვარ და დღეები განცდებს და გრძნობებს ვერ დამინგრევს . . .
მე ძალიან ძალიან მიყვარხარ.
მე ძალიან ძალიან მჭირდები.
მე ძალიან ძალიან მენატრები.
ჩვენ :*
P.S. "Cause I'll never change
And you'll stay the same
And I'll never change "
. . . But our Love CAN Change Everything.
Friday, November 11, 2011
”მოგზაურობა”
უკვე 2 საათია კალკუტის აეროპორტში რეგისტრაციას ველოდებით, 3 საათიანი ფრენის მერე აეროპორტის მოპსაცდელში ჩემოდნებზე ჯდომა არც თუ ისე სახარბიელოა. შიმშილიც თავს გვახსენებს უკვე, რა ვჭამოთ - უი ნახე ნაციონალური რესტაროანია.
მენიუში ყველა კერძი ორ სიტყვიანია და რაგუა ყველგან მეორე სიტყვა. მე ბოსტნეულის რაგუ ავარჩიე შენ რაგუს ასორტი - (აი ნეტა რაგუს ასორტი რა არის? ) . ის ის იყო სამზარეულოდან ჩვენი შეკვეთა გამოიტანეს და ჩვენი გვარები გამოხდა აეროპორტის საინფორმაციომ კიდევ რამოდენიმე წინადადება თქვა თუმცა ინდურ დიალექტზე ვერაფერი გავიგეთ და ინტუიციას მივენდეთ საერგისტრაციო ფანჯარასთან მივედით. იქ კი უარი გვითხრეს ზედმეტად კარგები ხართო და ტრანზიტულ რეისზე გაგვაფორმეს ტოკიოს მიმართულებით.
ფრენამდე კიდევ საათნახევარია, ფრენასაც 2 საათი უნდა წამო ვჭამოთ ჩვენი შეკვეთა ხომ მოიტანეს - უი თეფშები ცარიელია ეტყობა, არც არაფერი ეტყობა შეგვიჭამა ვინცხამ. კიდევ კარგი გუშინწინდელი მიწის თხილი დამრჩა ჯიბეში სულ 5 ცალია აი 3 შენ 2 მე. რატომ? იმიტომ რომ არ მინდა მე ვადაგასული და ჯიბეში ჩანესტინაებული არაქისის ჭამა - მაგრამ არც შიმშილით სიკვდილი მინდა ამ აეროპორტში.
თვითმფრინავი ნარეტას საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ტოკიოში ღამის 3 საათია, თუმცა ყველაფერი ციმციმებს, არის რაღაც ზებუნებრივი ციმციმში ტოკიოსაში, გახსოვს ბაკოსთან ფანჯრიდან რომ ელჯის რეკლამა მძაბავდა, ეტყობა ტოკიოზე მიმანიშნებდა.
რა სასცილოა გაღიმებული იაპონელი , და ბევრი გაღიმებული იაპონელი კი პიკია, მე ამდენი ხნის ფრენა და დაღლილბა კომფორტად მექცა, შენც გამხიარულდი. არავის ეტყობდა რამოდენიმე ტ[ის წინ რომ კატასროფამ ნახევარი იაპონია დაარადიაცია და ნახევარი დაახრჩო.
კამაძურას ქუჩაზე ულტრათანედროვე ვიზუალის მქონე სასტუმროსთან შევჩერდით. მე-11 სართულზე მოგვცეს ნომერი. ყველაფერი მომწონს მიხარია რომ როგორც იქნა დავისვენებთ. ჰმმ აჰა ახალი სურპრიზი ორ ლოგინი დგას და არა ორადგილიანი ლოგინი, ვერ ვიტან შენთან ერთად წოლისას შუაში რომ გამყოფია თუნდაც ლოგინისებრი.
მოვიფიქრე მოდი იატაკზე ჩამოვყაროთ მატრასები.
. . . . . .
გამეღვიძა მაგრამ ჯერ თვალები ისევ დახუჭული მაქვს, სიმაოვნებით ვიხსენებ წუხანდელ მომენტებს. მოდი ავდები და ყავას მოგიდუღებ, და საუზმეს ნომერში შევუკვეთავ.
უიიიიიიი, ეს ყველაფერი სიზამრი იყო და შენ ისევ ბუდაპეშტში ხარ -
აი რა იცის მონატრებამ - გაღვიძებაც კი აღარ მინდა ხოლმე.
ძალიან ძალიან მენატრები.
P.S. ”მოხარშული კვერცხებიდან წიწილები არ იჩეკებიან.”
Monday, October 10, 2011
დღეები - 14,15,16,17
მართალია 4 დღე არაფერი დამიწერია, არაფერი მომიყოლია, თუმცა ამ 4 დღიდან პირველი ორი არაფრით გამოირჩეოდა საერთოდ - მოგონებითაც ვერაფერს მოიგონებდა ნათელი გონება რომ მოყოლად ღირდეს თუმცა იყო გასულ დღეებში ერთი განსაკუთრებული და მეორე რაღაცნაირი. რიგითობით მოვყვები და ”ჩრადახობის ამბავს მოგიყვები”:
ყველაფერი იქიდან დაიწყო რომ ოდეს ჯერ კიდევ მის თურქულ ვოიაჟამდე თაკო კუბდრების დაცხობის აღთქმა მომცა. მოკლედ ჩამოვიდა თაკო და ჰა აბა მზად ვარ მე კუბდრობისთვისო და დატრიალდით შეკრების დრო და ადგილი დათქვითო, საინიციატივო ჯგუფმაც არ დავაყოვნეთ და დიდი სჯაბაასის შემდგომ ჩემი ძელი მეგობრის ჩარდახის კარმიდამო ავარჩიეთ, რომელიც ყველა მახასიათებლით აკმაყოფილებდა წაყენებულ მოთხოვნებს - იყო ქალაქგარეთ, ჰქონდა ბუხარი, და პარასკევს საღამოს ჩვენთვის მოიცლიდა.
დადგა პარასკევიც - ჟრიამულმა იმატა, და მოკლედ როგორც იქნა ჩამოვყალიბდით ვინ როგორ, ვის სად და რატომ ხვდებოდა და სად იყო საბოლოო შეკრების ადგილი (გუდვილი- დიღმის), ორ ჯგუფად გავიყავით ვაკის მიდამოები და სხვა დანარჩენი, ვაკის საზოგადოებას თუმცა არ ვიცი რატომ ვაკის იმიტომ რომ ნაწილი რუსთაველი თავისუფლების მიდამოებში იყო ნაწილი გარე ვაკეში ნაწილიც კი ზემოვაკეში. მოკლედ პირველ ჯგუფს კრებდა ლევანი - კარმიდამოს პატრონი მეორ ენაწილს კი დიმიტრი დაჰპატრონებოდა თუმცა დიმა არ ჩანდა რის ნიადაგზეც მარიტას აშკარად ნერვული აშლილობა და პანიკის ნიშნები ეტყობოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მეც მოვწყდი ვირტუალურ სამყაროს და პირველ ჯგუფს შევუერთდი - მარიტამ თვითნებური მარში დაიწყო ნუცუბიძიდან გაურკვეველი მიმართულებით - რაც მისი ტელეფონოგარამით დასტურდება - სადაც მან განაცხადა ”მე ვეღარ დაველოდე და გამოვედი სახლიდან ფეხით მოვდივარ და არ ვიცი რა ვქნა(ვ)ო”. საგანგებო სიტუაციათა კონტროლის სამსახურის უფროსობა შევითავსე და დავადგინე რომ დიმიტრი და საზოგადოებისათვის ჯერ უცნობი თუმცა მე და დიმას მეგობარი პაპაშა უკვე მარიტასკენ მიემართებოდნენ. მარიტაში სიმშვიდემ დაისადგურა.
ლევანის მანქანის მგზავრები და მე უკევ გუდვილის კართან ვიდექით - ორად გავიყავით , მე, თამრო, თათა და ლელა გუდვილში შევედით დანარჩენები - ლევანი, თაკო და მარი ლევანის სახლში გაეშურნენ - ლევანს გასაღები დარჩენოდა ხოდა მოსამზადებებლი სამუშაოების ჩატარებას შევუდექით, თამრომ ურიკა მოიგდო ხელთ და განაცხადა ამას მე ვატარებო - ისე ანაზდად ექცეოდა უხეშ ურიკას რომელიც ნელნელა სხვადასხავ სარჩო სანოვაგით ივსებოდა - გეგონებოდა ხანგრძლივი განშორების შემდგომ აბობოქრებული ოკეანის ნაპირთან მონატრებულ ტანგოს ცეკვავენო. დავბლაყუნებიდთ ეს 4 ადამიანი გუდვილის სექციებში და ვარჩევდით წასაღებ და არ წასაღებ პროდუქტს, ნელნელა ყველა შემოგვიერთდა როგორც იქნა შევჯერდით - თუკი სხვა ყველაფერი დანარჩენის შეძენას რაღაც დრო მოვანდომეთ ხახვის დახლთან მთელი დროის ნახევარი გავატარეთ ალბათ იმიტომ რომ კომფორტული იყო დგომა (აბა რად უნდა ხახვის ყიდვას 25 წუთი). მე არყის ერთჯერადი ჭიქები ვიყიდე ყვითლები იყო და წესით 50 მილიგრამიანი უნდა ყოფილიყო თუ როგორი აღმოჩნდა ამას ქვემოთ მოგახსენებ. მანამდე კი მოკლედ როგორც იქნა ყველაფერი ვიყიდეთ (ყველის გარდა არადა ყველი მინდოდა) სალაროსთან გავსწორდით, ლელამ საწადელს მიაღწია და გუდვილის ბარათს დაეპატრონა (უი ხო ლელას ჩემთვის საჩუქარი აქვს რომელიც დარჩა იმ დღეს - მინდა მალე მომცეს ისე მიხარია).
გუდვილს გარეთ შესაძენი პური და ჭიქები დარჩა ამ დავალებასაც წარამატებით გავართვით თვი და თბილისი გადახაზულ ტრაფერტსაც ჟრიამულით ჩავუარეთ. მშიოდა მშიოდა ისე როგორც დიდი ხანია არ მშიებია. 10 წუთიანი ავტორბოლის შემდგომ ჩარდახს მივედით სოფლისა თუ დასახლების ბნელ ორღობეებში მშვიდად გავიარეთ და ლევანის სააგარკე სახლის ქვედა შესასვლელთან შევჯგუფდით - იმიტომ რომ ლევანი კარს ვერ აღებდა, და იმიტომ ვერ აღებდა რომ ღია ყოფილა მოკლედ შევესიეთ სახლს 5 წუთში ამოვბარგდით თაკომ ხელები დაიკაპიწა წინსაფარი მოირგო და მზარეულობას შეუდგა იმდენად გულმოდგინედ ასრულებდა საქმეს რომ კარტოფილი და ჩაიც კი მაცივარში შეალაგა - თუმცა დაცინვა ვერავინ გაუბედა ყველასათვის კარაგდ ცნობილია მისი სვანური ფესვები თუმცა ჩუმი ქირქილი იყო ; ). დიმა, პაპაშა დამრავალი სხვა მათ შორის გამოირჩეოდა მარი რომელიც გულმოდგინედ დაუმეგობრდა ნაჯახს და ერთ მორს, ცეცლსი დანთებას შეუდგნენ ბუხარში, მარი ჩეხავდა დაუნდობლად ერთ მორს მანამ სანამ სავარუდოდ მარტო არ დარჩა გარეთ მერე მგონი მობეზრდა და შემოვიდა, სამზარეულოდან წყრომის ხმა შემომესმა და ჰოი საოცრებავ დანა რომელსაც თაკო მთელი 1 კვირის განმავლობაში აანონსებდა რომ სჭირდებოდა არ აღმოჩნდა იქ. სამი მაგრამ ერთმანეთზე დაღლილი პირით მოდანო ელემენტები თაკოს ნერვების გამოცდა აღმოჩნდა. თამრო კარტოფილს თლიდა ხერხით (ნუ დანით მაგრამ ხერხი უფრო იყო ის). აქ პირველი სურპრიზი გველოდა ჩემი ნაყიდი არყის ჭიქები 300 გრამიანი ტანწერწეტა ლამის კათხები აღმოჩნდნენ - თუმცა ეს ჭიქები კიდო ერთ სუპრიზს ამზადებდნენ.
შეშის ღუმელიც გავაღუღუნეთ ოღონდ მანამდე სამზარეულო გაზის კამერას დაემსგავსა - აი სწორედ ისეთს მეორე მსოფლიო ომის დრო გერმანულ ბანაკებში რომ იყო, ერთი სახვაობით აქ ფანჯრის გაღება შეიძლებოდა და საბოლოოდ არავისგან საპნის დამზადება არ იგეგმებოდა.
ამ ყოფაში როდესაც ყველაფერს თავის ადგილი მივუჩინეთ ყველაფერი თითქმის უკვე საჭირო კალოაპოტში ჩადგა მცირე დალევის იდეამაცგაიელვა გამოვიღეთ 1 ბოთლი და ძმურად გადავანიჭილეთ რამოდენიმე მსურველის ჭიქაში, სიცი ხორხოცში ნელნელა წრუპვაში, და ასე შემდეგში, მარიტამ და თათამ კარგად გაუგეს ერთმანეთს და 1 ლიტრიანი არყის ბოთლისგან რომელსაც სულ 200-300 გრამი მოვაკელით სხვა დანარჩენებმა ნახევარ საატში მხოლდო მინის ტარა დატოვეს, უხვად და დაუშურებლად გაიძახოდნენ ადამიანობის სადღეგრძელოს, მარიტა არ დათვრა აშკარად - არც თათა, უბრალოდ სხვაობა ის იყო რომ მარიტას კიდევ უნდოდა დალევა თათას კი ეზოში თავკონწიალა პოზაში ჯდომა ერჩივნა და დაუღალავად სცმედა პასუხებს რიგრიგობით მასთან მისულ ჩარდახობის სხვა მონაწილეებს და უხნისდა რომ ცუდად კი არ იყო არამედ ასე მოსწონდა.
პირველი კუბდარი მზად იყო სუფრა გაწყობილი ხალხი აღტკინებული - მე კი მე კი გადამშიდვა და აღარ მშიოდა, კუბდარი მოწოდების სიმაღლეზე ვერ დადგა თუმცა გემრიელი ნამდვიალდ იყო. სად იყო და სად არა ლელამ დალევა დაიწყო, მე კუდბრებს მივხედე, თათა ისევ სოფლის ჰაერით ტკბებოდა და დროდა დრო სუფრასთანაც ჩნდებოდა ნაბეღლავის დიდი ჭიქით : ).
თაკო დათვრა - რაც მისივე ხმამაღალი განცხადებით დასტურდება და მუსიკა მოუნდა, მისი ”ფლეილისტიდან” არჩეულ სიმღერებს ბოლო ხმაზე უწევდა და რეპს სვანურად ცეკვავდა, როგორია რეპი სვანურად? ნუ ცეკვას რეპის ცეკვა იმიტომ დავარქვი რომ ფონად რეპი გასდევდა თორემ იგივე წარამტებით შეგვიძლია ეს ცეკვ ვაქციოთ - სამბად, რუმბად, ფოქსტროტად და საბალეტო ხელოვნებაშიც კი შევიტანოთ მისი ელემენტაები, საფუძველი კი ძველ სავნურ ფოლკლორში უნდა ვეძებოთ, მარტივი მაგრამ დამაჯერებელი ხელის ზემოთ ქვემოთ ქვნევა რომელიც მამრის მხირდან რომ განხორციელებულიყო ალბათ ვინმე ონანიზმში დასდება ბრალს და ასევე მკაცრი ბაკუნი მარჯვენა ფეხით, თუცმა ეს ყველფერი რითმში და მუსიკის ფონზე რა ტქმა უნდა გაღიმებული სახით (მართალია თაკო უარყოფდა მეორე დღეს ამ ქმედებას მაგრამ ეს მხოლოდ მისი თავმდაბლობის ბრალია). ასევე თაკოს ქმედებბეიდან გამსარჩევია მისი ტყედ გაჭრის მცდელობები რომელიც რამოდენიმეჯერ წარმატებით აღკვეთეს, ლელუმ, მარიტამ და მარიმაც.
ლელუში - აშკარად სევდა შეიმჩნეოდა ვერ ვხდები რატომ მოიწყინა მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. და რომ იძახდა არ (ვერ) ვსვამო აბსურდია ძლაან კარაგდაც სვამს.
მარიტა - ვერა და ვერ დთვრა - და ის განცხაება რმო არაყი გაუწყალდა აშკარად ძალაში რჩება.
თამრო - თავის ჩვეულ ამპლუაში იყო - გიგის და გუფის სახელები მონაცველობით ისმოდა :).
თათამ - მომენტში განცხადა მე მთვრალი აღარ ვარო - არ ვიცი ვინ დაუჯერა ვინ არა მაგრამ მგონი მართლა აღარ იყო : ).
მარიც - მოწყენილი მეჩვენებოდა - ან ის მჭირდა ანდაზა რომაა - ქურდს ყველა ქურდი ჰგონიაო, უშენოდ ვიყავი მოწყენილი და იმიტომ ალბათ.
ძირითადად ასე იყო ჩარდახობა, ნელნელა ყველამ მიიძინ მოიძინა, დიმაც რომ მოვაკალთე ერთ სავარძელზე და ორ სკამზე - თათა თავად მოკალათდა ერთ სარავრძელზე და ადგილიც დარჩა კიდევ : ) მეც მოვკალათდი სკმაზე და ფშვინვა ხვრინვას ვუგდე ყური : ) ცეცხლსაც მივხედე 1-2 მორით, მერე მეც მომეძალა ღამის სევდა მოწყენილობა მოვიძიე ლეიბი და გადასაფარებელი და გავშალე და მივწექი დილით გავიძვიძე და ნეტავ არ გამეღვიძა - ერთი ჯგუფი წასული იყო და მე ვკვდებოდი .
გაგრძელება იქნება (იმედია კიდევ წავალთ სადმე).
შაბათი დღე ძილში გავატარე და კვირა დღესაც ლოგინიდან არ გამომიყვია ხელიც კი - აშკარად ძალიან შემომიტია უშენობის, შემოდგომის და მონატრების სევდამ. იმდენად რომ თვალსი გახელაც არ მინდოდა - იმდენად რომ შენთან საუბარი ვერ გავბედე რომ ხასიათი არ გამეფუჭებინა. დღეს ორშაბათია ახალი იმედებით და შემართებით - მძიმე შაბათკვირა გამოვლილი შენზე ოცნებას შევუდექი.
ისე მენატრები რომ მგონია მესამე ცოხვრებას ვცხოვრობ უშენოდ.
ლექსის ტრადიციას არ ვარღვევ და ჩემი მეგობრის თაკა სელეფანაშვილის ლექსით გიმასპინძლდები:
მარვინ
არაფერი არ გამოვა ასე... –
თქვი და ხელი ჩაიქნიე ისე,
ხალხს ეგონა ურიგდება ბედსო.
მე კი ვფიქრობ,
გსურს გრძნობებში მცდიდე.
არაფერი არ გამოვა,"ჰოთქო. "–
დაგეთანხმე,
დაგიქნიე თავი.
შენ კი გინდა,
კიდევ ერთხელ ავხსნა,
რატომ არ მსურს შენი მერქვას ქალი:
– არაფერი არ გამოვა მაინც,
ჰოდა გიშვებ,
ჰოდა წადი,
ჰოდა...
გულზე თუკი მარწუხებად გიჭერ,
რაღად გინდა მაშინ ჩემი კოცნა?!
– არაფერი არ გამოვა,არა!
მაცდური ხარ ვით სამოთხის ვაშლი,
რომ შეხედავ მიეახლო გინდა,
თუმც ჩაგაგდებს ცოდვასა და ბრალში.
არაფერი გამოვათქო ვამბობ,
გულს კი თურმე სხვა რამის თქმა უნდა. –
ღამით როცა შენზე ვფიქრობ,
ვნაღვლობ –
" ცოტა ადრე გამეცანი, თუნდაც, "
არ გრქმეოდა დღემდე ჩემი არვინ,
სხვა ქალის ხომ აგცდებოდა ტრფობა...
რა შესცოდეთ ამის ფასი მარვინ.
წავალ ახლა.
მომაწოდეთ,ქოლგა.
მუსიკალურ გაფომრებაზე ბევრი ვიფქრე და ბოლოს შევჩერდი აი რაზე:
პ.ს. იმედია მალე ჩარდახობის ფოტომასალაც იქნება და ფოტო რეპორტაჟსაც სემოგთავაზებ.

Wednesday, October 5, 2011
დღე 12-13
უკანასკნელი მონაცემებით დედამიწის მოსახლეობა ამდენია ---> World 6,966,414,998,
11:26 UTC
(EST+5) Oct 05, 2011. ხოდა მერე რა ამდენი რომ არიან ფეხები ვერავის მოსჭამონ :))))
სრული ორი კვირა გავიდა - და რა, ჯერ კიდევ შორია . . .
ეს ის შემთხვევაა როდესაც, დროისა (მისი არსებობის დაჯერების შემთხვევაში) და სივრცის ფარდობითობა რომ ვერაფერი ნუგეში ვერ არის.
კარგი დავიშვათ - დავძლიეთ შემოდგომის სენტიმენტალი, დავძლიეთ სიშორის სევდა, მედგრად ვდაგავართ და ვტკბებით, დავუშვათ არ გვადარდებს რამდენი დარჩა იმიტომ რომ ბედნიერებაა ის რომ არსებობ ბედნიერებაა ის რომ შემხვდი და გიპოვე, სასწაულია ადამიანში იპოვო იდეალის ის შტრიხები რომელიც შენს თავშიც კი არასოდეს ჩამოგიყალიბებია. დავიშვათ რაინდული შემართებით ვებრძვით ქარის წისქვილებს და სულაც არ ვეძებთ მითიურ დოლსინეა ტობოსელს არამედ ველოდებით სასწაულ ანნას. დავუშვათ. ხოდა ვართ ასე დაშვებულად და ყოვლეგვარ ძალისხმევას გარეშე მშვიდად ბედნიერად მე და ჩემი შენზე ფიქრები იმიტომ რომ მიყვარხარ, მაგრამ განა არ გავქვს უფლება მე ადამინის სახად მოვქცე ხანდახან და მოვიწყინო?
პასუხი ერთია: რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა მაქვს ხოდა 3 დღეა დამიბრიყვა სევდამ, არა არა მართლა სენტიმენტები შემომაწვა და მომენატრე დამატებით ბონუს გაწყობებით, აი იცი როგორ - თოვლის გუდნა რომ ენატრება იმ გოგონას დადნობის მერე.
როგორც ის გუდნა მეც ხან წვიმა ვარ ხან კი გუნდა - და ასევე მეთამაშოს ვისაც უნდა : ) ახლა ვხვდები რატომ ვერ ვიტან გაზაფხულსა და შემოდგომას : ) გაზაფხული ატეხილობის სეზონია, შემოდგომა დეპრესიულობის და მე არც ერთი მხიბლავს და არც მეორე.
ზაფხულიც დიდად არ მიყვარდა წელს უკვე
მიყვარს და მეყვარება, ამ ზაფხულს ხომ საწაულები მოხდა ;).
სიახლეების წერის უკიდეგანო სურვილითვარ შეპყრობილი მაგრამ ვაი რომ რეალობა იმდენად ნაცრისფერია რომ სიახლე კი არა სიძველეებიც კი აღარ არის მგონია, რაც შემიძლაი მოვყვე ის არის რომ 3 დღე ებრძოდა სიკვდილს, 3 დღე- და ღამე მიილტვოდა თავისუფლებისაკენ და რმო გაეღწია იქნებ და უფრო მეტხანს ეცოცხლა. იქნებ ასე უაზროდ არ დასრულებულიყო მისიყოფა, იქნებ და ეგრძნო ცხოვრების შმვენიერება, მაგრამ არ დასცალდა მხოლოდ 3 დღე გაძლო აივნის ფანჯარაზე მიმჯდარმა ხოჭომ, რომლის ნეშთი ჯერ კიდევ აღმაშენებლის ხეივანზე მე-12 კილომეტრზე განთავსებული სავაჭრო ცენტირსი საოფისე ფართის აივნის კარების კუთხეში განისვენებს.
ასეთი დაუნდობელია ყოფა მავანთა მიმართ, თუმცა ჩემამდე ის ევრასოდეს მოვა შენ მე მყავხარ და შენ არ ხარ მიზანი შენ პროცესი ხარ რომელმიც ამ საყაროში ყევლაზე ლამაზი და ხანგრძლივი პროცესი უნდა იყოს :*
მე შენ მიყვარხარ :*
პოეზიის სვეტს ისევ მორისს დავუთმობ მისი ჩემი უსაყვარლესი ლექსით:
”ძნელი ყოფილა
იმის შეგნება,
რომ ხეს სულ ყველა
ფოთოლი სწყდება.
ძნელი ყოფილა,
სიკვდილიც თურმე
როდესაც ხედავ,
სულ ყველა კვდება.
ძნელი ყოფილა
გზის გადარჩევა,
როდესაც ყველა
გეთათბირება.
და მარტოობა
როცა შენს ირგვლივ
ათასი კაცი ერთად ირევა.”
მუსიკალურ გაფორმებაზე ბევრი ვიფიქრე და უბრალოდ "Il Conformista" :

Monday, October 3, 2011
დღეები - 7,8,9,10,11
5 დღე გავიდა, აქ სიჩუმემ დაისადგურა, მაგრამ მე რისი მე ვარ რომ მიმეტოვებინა - ხოდა მოვედი ხოდა მოვყვები რაც ჯერ არ მომიყოლია არადა რა - არც არაფერი მომხდარა სულ არაფერი ფუი სიახლეებს რომ ასეთი ზანტები არიან. 5 დღე გავიდა და 5 დღით ახლოს ვარ შენს ნახვამდე მაგრამთ 5 დღით უფრო მონატრებულიც, ვერ გამიგია რა არის კარგი. : ) - აუ აუ აუ აუ : ) უა უა უა უა. (ეს ტექსტის გასადაიდებლად დაწერილი უაზრო ფრაზები არაა უბრალოდ აღმომხდა) : )
სასწაულად ვარ, აი როგორ ძალიან მიყვარს ის რასაც შენ ჰქვია , როგორ კარგია რომ არის. მონატრებაც კი სიბრიყვიდან სასიამოვნო განცდაში გადადის, მუხლების სისუტიდან დაწყებული პულსის განუზომელ აჩქარებამდე.
კუბური სიგარისა და ვისკის არომატით გაჟღენთილი ოთახივით ვარ - ყველას რომ თავბრუს ახვევს. მე ის ყველა ვარ თავბრუ მეხვევა - რეტი მესხმის და ამაზე დიდი სიამოვნება განა რა უნდა ინატრო - გიყვარდეს. :*
გუდაურში გათოვდა, ბონუს განცდებია, რომელიც შენს მოლოდინს ამსუბუქებს, ცოტა ყურადღების გატანას ცდილობს, მაგრამ ეგ თოვლიც და სეზონიც იმიტომ მიხარია ასე რომ შენ მიხარიხარ : ) აი ასეა რა ხარ შენთვის მარტოდ უნიჭოდ ადამიანი - მერე გამოჩნდება თვით მშვენიერება ყველაფერს აგირევს და ამ არეულით ისეთი ბედნიერი ხარ რომ ლამისაა გასკდე : ) - ; ) :* :* :*
ხოდა მეც ვსკდები და კიდევ 15 წელი არ გავსკდები ეს ისე ანონსისათვის, თორემ მე არასოდეს გავსკდები სანამ შენ მეგულები : ) ჩემი გულის მიდამოებში და ჩემი თავი მეგულება შენი ფიქრების სივრცეებში.
რა მაგარია რა მაგარია,
ვგიჟდები ჩვენზე - და შენ ამ სიგიჟის დირიჟორი ხარ : )
ესეც ლექსი დღეს მორისის ”ქარგმა” .
წიწილა გამოამტვრევს კვერცხს,
როგორც დილეგს
და ფილტვებს აივსებს აისით, _
აისის
კვალდაკვალ
ივლის და
ირბენს
თავისუფლება და ხალისი...
მე კი ვივიწროვებ ოცნების გარსს,
სასთუმლად ვიფენ ბუმბულივით მსუბუქ არაკებს,
ჭაობის ყანჩა ცალ ფეხზე დგას
და დირიჟორივით
ჰორიზონტს განაგებს.
სიცხის საზომივით გატეხილ ღამეს
ვერცხლისწყლის წვეთებად
ეფანტება ჩემი ფიქრები, _
ისევ ველოდები უებარ წამლებს
და დღეს, როდესაც ერთად ვიქნებით.
იისფერდება ყორანივით შავი კარსანი,
ლილისფერდება მცხეთის მინდვრები...
შენ, სულო ჩემო, წიწილასავით
მწუხრიდან როდის ამოფრინდები?!
_ თენდება! _ ჩხრიალებს იმედის ღელე
და თავქვე მიდენის ბატებივით
ფარფატა ნისლებს,
მზე ოქროს ნისკარტით მიკენკავს ცრემლებს,
რომ მე გაზაფხული ვინატრო ისევ.
რწმენის ნაჭუჭიდან გავყურებ გზას
ვხსნი იჭვის ძაფებად დახლართულ
ქარაგმებს,
ჭაობის ყანჩა კი ცალ ფეხზე დგას
და დირიჟორივით ჰორიზონტს განაგებს
მუსიკა კი კუბური სიგარის და ასევე კუბური რომის გახსნებაზე ბებო ვალდესისა და დიეგო ციგალას განკარგულებაში დავტოვოთ:

Tuesday, September 27, 2011
დღე 6
დღევანდელ გამოშვებას დავიწყებთ სტატისტიკით ბლოგის მკითხველებზე, ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში ნათლად ჩანს რომ საქართველოდან 108 ნახვა აქვს, უნგრეთიდან 35, გერმანიიდან 12, ეს ქვეყნები გასაგებია, მაგრამ შეგიძლია მითხრა ვინ კითხულობს ამერიკიდან ესპანეთიდან და ხორვატიიდან?
Pageviews by Countries
Georgia - 108
Hungary - 35
Germany - 12
United States - 7
Spain - 1
Croatia - 1
|
ახლა კი სალამი როგორ ხარ? ამ ბოლო დროს ძალიან გაცუღლუტდი ხომ იცი, ყველა სიზმარში მოდიხარ და დილით რომ ვიღვიძებ უკვე წასული მხვდები, მოგწონს ახლა შენ შენი საქციელი? ნუ ახლა სიზმარში როგორ იქცევი და რეებს სჩადიხარ აქ არ გავახმოვანებ უხერხულია : ))))))) იცი ხანდახან ისეთი სევდა შემომაწვება მინდა ყველაფერზე მაღლა ავხტე და მერე დავხტე - გავიქცე - მივირბინო გზაჯვარედინამდე ყველაზე ბედნიერ და სევდიან გზაჯვარედინამდე და შენზე ოცნებასთანვე გიღალატო, და ღალატით დარცხვენილმა წვიმით თავი დავიხრჩო შენს დაბრუნებამდე: |
აჰა უკვე ფიქრობ რომ გავგიჟდი? ცდები, მე ბევრად უფრო ადრე გავგიჟდი ვიდრე დღეს ან გუშინ. მე ზურგიდან მოძახილისას ნაგრძნობი განცდით გავგიჟდი და მეც რიგითი გიჟი ღმერთთან ოცნებით მიახლოებას ვცდილობ - მანამ სანამ იგი იქაა სადაც არის :). ჰაჰაჰაჰაჰააააააა აი ახლა ამის წერისას ჩემი ემოცია ისე ფეთქავს მიწაც კი იძრა - ყველა შეშინდა მე კი მიხარია რომ ეს ასაკის ბრალი არააა : ) დიდხანს თუ გაგრძელდა ჩვენი განშორება - ნგრევასაც ვიზამ :* მიყვარხარ :* ეს კი ლექსის კიდევ ერთი საყავრელი პოეტის ჩემი მორისი: კოსმიური უღლება
სიცოცხლის ხე ისევ ისხვლება,
ბედს უნდა, ერთმანეთს გაგვყაროს, _ მე ვხმები, შენ ხმები, ის ხმება და მაინც ყვავილობს სამყარო. ხმელი ტოტებივით ვიმსხვრევით, ვიწვით და ღუღუნებს კერია, _ მე ვმღერი, შენ მღერი, ის მღერის... თურმე ნაკვერჩხლები მღერიან. მღერიან... სიმღერით მკვიდრდება სული და ვიშუშებთ იარებს, _ მქუხარე მსოფლიო მშვიდდება. და მაინც მსოფლიო ღრიალებს და მყარი ოცნების ქვიტკირი ირღვევა... დუღაბი მწირია... მე ვტირი, შენ ტირი, ის ტირის... თურმე ტრომბონები ტირიან. ცივდება ვულკანურ ნოტების ლავა და... მაესტრო ისჯება... ფესვებით, ტოტებით, ყლორტებით მე ვრჩები, შენ რჩები, ის რჩება... და როგორც მშიერი ობობა, ცა იცდის... დიდია ცის ძალა, _ ვიღაცა იცდიდეს ოღონდაც, მე წავალ, შენ წახვალ, ის წავა! ჩვენ წავალთ... ვარსკვლავებს გავცდებით, თუმც წასვლა ძალიან ძნელია, _ მე მელის, შენ გელის, მას ელის დიდი გზა... ღმერთები გველიან! დღესაც რაღაც მხიარული მუსიკალური ფონი მინდოდა მაგრამ არ გამოდის ცაც სევდიანობს იღუბლება აპირებს წვიმას: |
Subscribe to:
Posts (Atom)