ვიცი, ძალიან კარგად და ზუსტად ვიცი.
მეც მცივა აგერ უკვე 10 დღეა, და სულაც არა იმიტომ რომ ზამთარია.
ხოდა ამის მერეც ვიცი, ძალიან კარგად და ზუსტად ვიცი.
მეც მტკივა – და არა იმიტომ რომ .
და მაინც სასტიკია ხოლმე ყოფა და ამ ყოფას მაინც ჩვენი მეოხებით აქვს ეს სისასტიკე. უბრალო მარტივი გარემოებიბსა და გამო მე არა მარტო შენ მაკლიხარ – ჰაერიც კი მაკლია – სითბო საერთოდ გაქრა ქალაქის ქუჩებიდან და თოვლიც კი უღიმღამოა.
მარტივია იმაზე ფიქრი რომ ამ დისტანციაზე ელემენტარული ვირტუალური კომუნიკაცია მაინც ნუგეშად აიღო. თუმცა უფრო მარტივი ყოფა იქნებოდა ერთმანეთის დახმარებაზე გადავსულიყავით ვიდრე თვითგადარჩენაზე და მონატრების ტკვილის დაამებაზე.
და Мне савсем не по хуй - მენატრები და მჭირდები, ტყუილად არ გეუბნებოდი არ წახვიდე მეთქი , ალბათ ვგრძნობდი იმ სეისმური აქტივობის საფრთხეს რომელსაც მოიტანდა ეს განშორება თუდანც საწყის ეტაპზე.
175 დღეა დარჩენილი ეს მაქსიმუმია (იმედია) მაგრამ მანამდე მინიმუმ 60 ია წინ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რა სასაცილოები ვიქნებით ერთმანეთის და საკუთარი კომფორტის გატანა თუ ვერ შევძელით რაღაც საცოდავი 175, 1 , 60 თუ თუნდაც 1000 დღის მანძილზე. და რა გამოვა შევცდით? არა მე ამას არ დავიჯერებ იმიტომ რომ შენში არ შევმცდარვარ და დღეები განცდებს და გრძნობებს ვერ დამინგრევს . . .
მე ძალიან ძალიან მიყვარხარ.
მე ძალიან ძალიან მჭირდები.
მე ძალიან ძალიან მენატრები.
ჩვენ :*
P.S. "Cause I'll never change
And you'll stay the same
And I'll never change "
. . . But our Love CAN Change Everything.
No comments:
Post a Comment